-4- Family love

61 11 0
                                    


მივრბოდი და ვფიქრობდი, თუ რაკაი იქნებოდა ეს დღეები დედასთან და ჰარუსთან ერთად. მივედი ჩემს სახლთან და როდესაც კართან მჯდარი ჩემოდანიანი დედა დავინახე ჟრუანტელმა დამიარა და მაშინვე ჩემს თვალს ცრემლი მოსწყდა. გავიქეცი. წამოდგა დედაჩემიც და ერთმანეთი გულში ჩავიკარით. 15 წუთი ვიდექით ასე, შემდეგ კი გავაღე კარი და შინ შევიპატიჟე. უეცრად გამახსენდა რომ შესაძლოა ჰარუს შეშინებოდა. გავიქეცი მის ოთახში და როდესაც ჩაძინებული დავინახე, ამოვისუნთქე კარი ჩუმად გამოვიხურე და პირველ
სართულზე ჩავედი, სადაც დედა ჩემს დალაგებულ სახლს თვალს ავლებდა.
მითხრა
-ყოჩაღ! კარგად მიგიხედავს სახლისთვის.
-მაგაში შენ დაგემსგავსე აშკარად.
ვუპასუხე და ორივემ ერთდროულად ჩავიცინეთ.
-საჭმელი ხომ გაქვს? საშინლად მშია!
მეკი თბილი სახით შევხედე და ვუპასუხე:
-ბევრს არ ვამზადებ ხოლმე არ გვაქვს მაგრამ არაუშავს ახლავე დავიწყებ მომზადებას.
-არა შენ დაჯექი, მე მოვამზადებ. უბრალოდ მანახე რა სად გაქვს.
გავიცინე და მეც ჯიუტად ვუპასუხე:
-არა, ახლა მე მინდა ჩემით ნასწავლი საკვები გაგასინჯო, ამიტომ დაჯექი დაისვენე და დამელოდე, დაღლილი იქნები-მეთქი, ვუთხარი და საკვების მზადებას შევუდექი.
ის კი თვალს მადევნებდა და თან მიყვებოდა, თუ რა კარგი იყო კორეა და როგორი სახლი ქონდა.
უეცრად ჰარუს ხმა მოგვესმა და დედა წამოდგა და მისი ოთახისკენ დაიძვრა.
დაიყვირა გაიღვიძაო და ისევ სიჩუმემ დაისადგურა. ახლა კი ნამდვილად მეშინოდა ამ სიჩუმის. რადგან უფრო მტკინვეული იყო ამდენი ხმაურის შემდეგ ისევ სიჩუმეში ყოფნა.
მიხაროდა, რადგან შემეძლო დედასთან ნამდვილი ხასიათი გამომეჩინა. ის იყო ვინც ჩემს ცივ მზერას თბილით ანაცვლებდა და მახსენებდა, თუ როგორი ვარ სინამდვილეში. დავიძახე - საჭმელი მზად არის ჩამოდით-მეთქი და მაგიდის გაშლას შევუდექი. ის რაც არასდროს დამავიწყდება ჰარუს ბედნიერი სახეა. მინდა, რომ სულ ასეთი ბედნიერი იყოს ის. დავსხედით სამივე და დავიწყეთ ვახშამის მირთმევა. იმ დღეს ჩვენი სახლიდან სულ სიცილის ხმა ისმოდა. სხვას რომ შეეხედა ჩვენთვის ჩვენი ბედნიერების აუცილებლად შეშურდებოდათ.
ავალაგე მაგიდა და დავიწყე ჭურჭელის დარეცხვა. დედამ კი ჰარუ დააძინა და ჩემს დასახმარებლად ჩამოვიდა. ის კი სველ ჭურჭელს ამშრალებდა და ინახავდა. იმდენი ვისაუბრეთ, მაგრამ სასაუბრო თემა მაინც არ მთავრდებოდა. ძილის დრო როდესაც მოვიდა გადავწყვიტეთ ერთ ოთახში დაგვეძინა. რაც კარგი იდეა არ იყო, იმ მხრივ რომ არ გავჩუმდით იქამდე სანამ არ ჩაგვეძინა.
დილით როდესაც გავიღვიძე, შევნიშნე რომ დედა ამდგარიყო და სკოლაში წასაღებ საჭმელს მიმზადებდა.
შემდეგ კი მოვემზადე, მადლობა გადავუხადე და სკოლის გზას გავუდექი. სკოლამ წყნარად ჩაიარა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ამიტომ იმ მომენტში მეგობრის გაჩენის სურვილი მკლავდა. მაგრამ ვინ? დავიწყე ადამიანების შეთვალიერება და სასურველი მეგობრის ძებნა, მაგრამ ვიცოდი ვინ - როგორი იყო, ამიტომ ბოლოს ეს სურვილიც მომიკვდა.. ბედნიერი მივდიოდი სკოლის დასრულების შემდეგ სახლისაკენ და შემხვედრ ნაცნობ ხალხს ჩემს ბედნიერ მხარეს ვაჩვენებდი თბილი მისალმებით. ისინი კი გაკვირვებული სახით მაყოლებდნენ თვალს. მივედი სახლში შევაღე კარები და დავიძახე:
-დე მე მოვედიი ნეტავ იცოდე როგორ მომენატ....
არ დავამთავრე წინადადება, როდესაც შევხედე სკამზე მჯდარ მამაჩემს, რომელიც ისევ და ისევ ნასვამ მდგომარეობაში იყო და რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული. შემეშინდა, ძალიან შემეშინდა, როდესაც გავაცნობიერე ის ფაქტი, რომ დედას მამა აუცილებლად ეჩხუბებოდა და გავიქეცი მეორე სართულზე. კარების შეღება შემეშინდა. არ მინდოდა დედას ცრემლი დამენახა და მენანა ის ფაქტი რომ ჩემს გამო ჩამოვიდა და ეს ყველაფერი გადახდა თავს. შევაღე კარი და მუხლებში ჩავიკეცე.
საშინელმა გულისტკივილმა ჩაანაცვლა ჩემი ბედნიერება. ნაცნობი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემი სხეულის ნაწილი მომპარეს, დაგლიჯეს და სადღაც შორს მოისროლეს. თვალები ცრემლით ამევსო. ვერც კი ვიკითხე რა მოხდა, რადგან ვერ ვმეტყველებდი და თავი ვერ მოვაბი სიტყვებს.
ვბრაზობდი სასტიკად, რადგან არ ვიცოდი რას გვერჩოდა მამა ჩვენ. სულ გადამავიწყდა ჩემი გაგების ნიჭი და ჩავვარდი პირველ სართულზე და ხმამაღალი ტონით ვუთხარი მამაჩემს:
-რა გინდა? საერთოდ რას გვერჩი? რა დაგიშავეთ ჩვენ? შენი აზრით ჩვენ არ შეგვტკივა გული იონას გარდაცვალებისგამო? თავიდან მეგონა რომ ამ ფაქტს შენებურად მიუდექი და უბრალოდ გაგიგე მაგრამ ახლა? ახლა ხელის დარტყმაზეც გადმოხვედი? არ ფიქრობ რომ მეტისმეტი მოგდის? დავხუჭე თვალი იმაზე რომ მთელი დღის განმავლობაში ძაღლისავით გამოკეტილი გყავდი სხვენში და იმაზეც რომ საერთოდ არ დაინტერესდი შემდეგ შემეშინდა, თუ არა იქ მარტო, მაგრამ უარესი გააკეთე. შეგიძლია მითხრა უბრალოდ რა დაგიშავეთ ?
ამოვისუნთქე და ცრემლი მოვიწმინდე.წყნარად ველოდი მის პასუხს, მაგრამ ხმა არ ამოუღია. ისე ჩახარა თავი და სმა განაგრძო. ავედი ისევ ოთახში ტირილით და შევეკითხე დედაჩემს თუ რა მოხდა. ის კი ჰარუს გახეთქილ ტუჩს მოსცილდა და ბარგის ჩალაგება დაიწყო.
-მამაშენი დაბრუნდა მოულოდნელად სახლში ჩემს დანახვის გამო ძალიან გაბრაზდა.. ვიკამათეთ და ამის გამო ჰარუ ოთახიდან ქვემოთ ჩამოვიდა.. ვეუბნებოდი რომ დაბრუნებულიყო ოთახში ამასობაში კი მამაშენმა ხელი ჩემს დასარტყამად აწია, სიმთვრალის გამო კი ვერ გათვალა მოძრაობა და მისი ხელი ჰარუს მოხვდა..
გადავხედე ჰარუს და ძლიერ ჩავეხუტე.
-ბარგი ჩაალაგე. თქვენ აქ აღარ გაჩერდებით. ხვალ აქედან წავალთ, დღეს კი ბილეთებს ვიყიდი. ხვალ დილის რეისით წავალთ სასწრაფოდ კორეაში ნარი!ჰარუ! თქვენ ჩემთვის ძალიან ძვირფასები ხართ ამიტომ ამ გიჟ კაცთან არცერთი წამი აღარ გაგაჩერებთ მარტო.
დაასრულა დედამ და თავი დავუქნიე დათანხმების ნიშნად.

გამარჯობათ ბავშვებო❤️პირველრიგში ARMY happy Jin day❤️ესეც ჩემი მეოთხე თავი❤️ დიდი ალბათობით მეხუთესაც დღეს დავდებ და თუ ვერ მოვახერხე ხვალ აუცილებლად დაიდება ❤️🌸დიდი იმედი მაქვს რომ მოგწონთ,მადლობა მკითხველებს.

When cherry blossom blooms Where stories live. Discover now