Mysterious photographer'POVდიდხანს ვფიქრობდი,თუ რას ნიშნავდა ჩემთვის ხელოვნება,რომელი დარგი მხიბლავდა და ნამდვილ სილამაზეს რომლით უფრო უკეთ ვამჩნევდი,გრაფიკით?მუსიკით?ფერწერით? თუ სხვა დანარჩენით? ადამიანების უმეტესობა ამბობს,რომ ბავშვები თავად ირჩევენ,თუ რა გამოუვათ მომავალში კარგად და რისი ნიჭი ექნებათ.. მაგრამ არასდროს მიფიქრია მე ეს,რადგან ვფიქრობდი,რომ ხელოვნების ნიჭი დაბადებიდანვე მქონდა. მჯეროდა,რომ მარტივად შემეძლო გამოსახულებების დამახსოვრება და შემდეგ ამ ყველაფრის ფურცელზე გადახატვა. მაგრამ საქმე იმაში იყო,რომ ვერ ვხატავდი რამდენჯერაც არ უნდა მეცადა მე ეს.. მინდოდა გადმომეცა ხატვის დახმარებით,თუ როგორ ვხედავდი სამყაროს.
დავკარგე დრო ხატვის სწავლით,რაც საბოლოოდ ვერ ვისწავლე და საბოლოოდ სრულიად გადამავიწყდა რომ შესაძლებელი იყო ჩემი შეხედულებების გადმოცემა ფოტოგრაფობით. შესაძლოა სრულიად განსხვავებულია ხატვა და ფოტოს გადაღება,მაგრამ იმ მომენტში როდესაც მე გადავწყვიტე ფოტოაპარატის შეძენა,ყველაზე მეტად ეს ორი მივამსგავსე ერთმანეთს. მიუხედავად იმისა რომ ფოტოგრაფობით რეალობას გადმოვცემდი მაინც შემეძლო ეს რეალობა ლამაზი გამეხადა..
მიუხედავად იმისა,რომ ფოტოგრაფი ვარ არ ვეცნობი ცნობილ ფოტოგრაფებს.ყოველთვის მიყვარდა მხატვრები,განსაკუტრებით კი იაპონელი მხატვრები.ალბათ გგონიათ,რომ იაპონიის კულტურის მოყვარული ვარ და მხიბლავდა მათი კულტურის გადმოცემის უნარი ნახატებით რაც მართალია,მაგრამ ეს არარის მთავარი მიზეზი რატომაც მაქვს ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ,უამრავი მხატვარია მათშორის ცნობილიც ბევრია და უცნობიც.
უმეტეს მათგანს აქვს ნახატი "აყვავილებული ალუბლის ხე" ან უბრალოდ მთავარი აზრი ალუბლის ხე არარის,მაგრამ უკანა ფონზე პატარა მაინც ეხატება და მაინც გაამახვილებს ადამიანი მასზე ყურადღებას და ამ ნახატებს თუ შევადარებთ ერთმანეთს,ყველა სხვადასხვანაირად არის გადმოცემული და ყველა მხატვარი ერთნაირ ალუბლის ხეს სხვადასხვანაირად ხედავს.
შესაძლოა ყველა ალუბლის ხის ყვავილი ერთმანეთს არ გავს მაგრამ ფერი მაინც აქვთ მსგავსი. მაგრამ არსებობს ნახატები სადაც ალუბლის ხის ყვავილი წითელიც არის,ღია ვარდისფერიც, იასამნისფერიც და ა.შ.
ეს ყველაფერი კი მომწონს რადგან მე ვერ შევძელი და ძალიან მომწონს და მახარებს ის ფაქტი რომ სხვამ შეძლო...
უნივერსიტეტში თითქმის ყველა ლექტორს ვუყვარდი, სულ მეუბნებოდნენ,რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი,ამიტომ გაზაფხულის არდადეგებზე,ლექტორმა დავალება მომცა,გადამეღო ფოტო რომლის თემაც იქნებოდა ,,გაზაფხულის ნამდვილი სილამაზე" და მისთვის მიმეტანა..
როდესაც დავაპირე დავალების შესრულება, არაფერი მაფიქრდებოდა თუ რისთვის შეიძლებოდა ფოტოს გადაღება,თან ისეთის,რომ ჩემს ლექტორს მოსწონებოდა..
მე კი გაზაფხულზე,იაპონია მახსენდებოდა,მართალია კორეაშიც ძალიან ლამაზი იყო გაზაფხული,მაგრამ განსაკუთრებულად ლამაზი ჩემი აზრით,კიოტოში იყო... ამიტომაც გადავწყვიტე სამი დღით წავსულიყავი და მეპოვა ადგილი რასაც "გაზაფხულის სილამაზეც" ვუწოდებდი.
ულამაზესიიყო იაპონია, ხალხიც ძალიან თბილი და მეგობრული იყო. ერთი დღე ვეძებდი ადგილს და საკმაოდ ბევრი ფოტოც კი გადავიღე,მაგრამ არცერთი მომწონდა,მეორე დღეს კი საბედნიეროდ წავაწყდი ორ გოგონას.
მოკლე,ვარდისფერი თმა,ჩოლკები ალბათ ჩემხელა იქნებოდა ხოლო მეორე 6-7წლისას გავდა,მომღიმარი სახით შესცქეროდნენ ერთმანეთს და მაშინვე გავიფიქრე:
-განა გარემოს სილამაზეა მთავარი?
ლამაზი არ იქნება,იმის გადმოცემა ფოტოს დახმარებით,თუ როგორ აბედნიერებს გაზაფხული ადამიანებს?
მაშინვე მოვიმარჯვე ჩემი ფოტოაპარატი და უამრავი ფოტოს გადაღება დავიწყე,რადგან მათი თითოეული მოძრაობა გადამეღო და მათგან საუკეთესო ამერჩია.
მალევე წავიდნენ, ამიტომ მეც უცნაურად,რომ არ გამოვჩენილიყავი წავედი სასტუმროში და ძილი დავაპირე, ვფიქრობდი თუ რა იღბლიანი ვიყავი აქ ჩამოსვლიდან მეორე დღესვე,რომ შევასრულე დავალება და კიდევ არ მომიწევდა დარჩენა, მაგრამ ძალიან მინდოდა კიდევ ერთი დღით დარჩენა და გადავწყვიტე დავრჩენილიყავი და კორეაში 9 აპრილს წავსულიყავი...
როდესაც გავიღვიძე,გადავწყვიტე ფოტოების დათვალიერება და არჩევა. მზის სხივი მდინარეს ურტყავდა რაც უფრო ლამაზს ხდიდა, ალუბლის ხის ყვავილებს ქარი ჰაერში ატრიალებდა და ამ გარემოში ორი გახარებული გოგონა,პიკნიკზე.. ვაკვირდებოდი ფოტოებს და შევნიშნე,თუ როგორ ეთამაშებოდა ულამაზესად მომღიმარი გოგონა თავის ყელსაბამს.. ვათვალიერებდი სხვადასხვა ფოტოებსაც,რადგან მაინტერესებდა თუ როგორი ყელსაბამი იყო.. მაგრამ შემდეგ ფოტოში ვერ შევნიშნე:
-ალბათ დაკარგა?-ჩავიცინე
ჩავფიქრდი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა,რომ თითქოს ჩემიტოლი გოგონა საიდანღაც მეცნობოდა...
-მართალია! ახალ წელს ფ...ეიერ...ვერკების ფოტო,
რა უქნა თმას??
წამოვხტი სკამიდან,გავემზადე
და დაუფიქრებლად გავვარდი იქ სადაც დიდი ალბათობით მისი დაკარგული ყელსაბამი იქნებოდა.
-ალბათ მოვა და მოძებნის.
გამეხარდა,რადგან ახლა მაინც მოვახერხებდი მასთან საუბარს. ახალ წელს მინდოდა მასთან დაჯდომა და დამეგობრება,მიზეზს მეც კი ვერ მივხვდი რატომ, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა არ დამაცადეს,ხელი მომკიდეს და წამიყვანეს მისგან შორს... გული დამწყდა რადგან ვეღარ ვნახავდი და ახლა? ბედმა შეგვახვედრა...
მივედი იმ ადგილას სადაც გუშინ უცნობი გოგონა იყო და მის ყელსაბამს ძებნა დავუწყე,10 წუთის შემდეგ კი შევნიშნე,ბალახებში დამალულიყო, ბალახი კი,რომ არ გამეწია ალბათ ვერც ვიპოვიდი.. წავიწიე ყელსაბამისკენ და ხელში ავიღე... დავხედე და ჩუმად ვთქვი:
-რა ლამაზი ყვავილია,ნეტა რა ქვია?
დავჯექი იმავე ადგილას სადაც გოგონა იჯდა და გაღიმებული სახით ველოდებოდი მის მოსვლას.
საათები გადიოდა მაგრამ ის არსად ჩანდა... ამიტომ სასტუმროში დაბრუნება და ყელსაბამის თან წაღება გადავწყვიტე რადგან,რომ დამეტოვებინა სხვა აიღებდა, თან გეგმა მქონდა.....
მეორე დღეს კი დილის რეისით კორეაში დავბრუნდი....დააა აი ძლივს ჩვენი ტაეტაეც გამოჩნდა❤️ ესეც ჩემი მერვე თავი,შემდეგ თავს კი ამ დღეებში აუცილებლად დავდებ❤️დროებიიით❤️👋🏻
YOU ARE READING
When cherry blossom blooms
Romanceალუბლის პირველი ყვავილობა 4 აპრილი ბევრი ადამიანისთვის ულამაზესი დღეა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ სილამაზით ბოლომდე დავტკბე...