ეშმაკის ბორბალიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა.
ყველაფერი პატარა ჩანდა.
მდინარეს კი ბოლო არ უჩანდა.ალბათ ეს სილამაზე ნარისათვის დიდი არაფერი იყო,რადგან იაპონია ძალიან უყვარდა,მაგრამ ნარის სხვა სადარდებელი ჰქონდა..
ის ცდილობდა ქვემოთ არ ჩაეხედა,მაგრამ თვალი მაინც ეპარებოდა და თავის ხელებს რაც შეიძლება ძალიან უჭერდა შიშისაგან.
ამდროს კი ჯეჰიონი და არია გაუჩერებლად საუბრობდნენ იმაზე,თუ რა სასაცილოდ კატაობდა პატარა 5-6 წლის ბიჭი ველოსიპედზე და ეს პატარა ბიჭი ზემოდან ორმაგად პატარა ჩანდა რაზეც უფრო მეტად ეცინებოდათ.
ნარი კი არავის ახსოვდა..
ჩასასვლელს რომ მიუახლოვდნენ ეშმაკის ბორბალი გაჩერდა.
რამაც ნარის გაგიჟება გამოიწვია და ბოლოსდაბოლოს გადმოაფრქვია მისი შიში და დაიწყო პანიკიორობა.
არია დაწყნარებას ცდილობდა,მაგრამ უშედეგოდ.
ბევრი ცდის შემდეგ არიამ გამოაღო კაბინის ფანჯარა და დაიყვირა ბოლო ხმაზე:-ამის დედა მოვ**ან ვინ გააჩერა ეს წყეული ეშმაკის ბორბალი? -ამ სიტყვებზე კი ნარიმ და ჯეჰიონმა ერთმანეთს გაოგნებული სახის გამომეტყველებით გადახედეს.
ნარი სულ გაწითლებულიყო.
არიამ კი მისი ჩანთიდან ერთი ბოთლი არაყი ამოიღო და კაბინის კარების გაღება დაიწყო.-ნარი აიღე ეს შენ! გიშველის,დალიე.
-რას აკეთებ?
-ჯეჰიონ შენ აქ დარჩი ნარის მიხედე,მე ქვემოთ ჩავძვრები!
-რამეს მოიტეხავ,სად მიდიხარ?
-არ მოვიტეხავ წავედი.
ჯეჰიონს გაუკვირდა არია ასე მარტივად რომ ჩაძვრა.
ნარის ეკითხებოდა რანაირად ჩავიდაო,მაგრამ ნარი არაყის დალევით იყო დაკავებული.
ის ფეხზე ძლივსღა იდგა და ჯეჰიონს ნახევრად გახელილი თვალებით შესცქეროდა ტუჩებზე, რადგან პირის მოძრაობით მაინც გაეგო,თუ რას ამბობდა.
ჯეჰიონი ისევ გაკვირვებული დარჩა
YOU ARE READING
When cherry blossom blooms
Romanceალუბლის პირველი ყვავილობა 4 აპრილი ბევრი ადამიანისთვის ულამაზესი დღეა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ სილამაზით ბოლომდე დავტკბე...