კიმ თეჰიონი? ჯანდაბა!
რა უნდა? რას გადამეკიდა?
ან იაპონიაში როგორ მიპოვა? სტალკერია? ან ამის დას სადღა გადავეყარე? ახლა უნდა წავიდე და ვნახო? რა თქმა უნდა-გამწარებული შევვარდი უნივერსიტეტში და სწრაფად ავედი მეორე სართულზე ...Taehyung's pov
ერთ დღეს მინდა ჩემი მიზეზების გამოქვეყნება,მაგრამ ეს დღე როდის იქნება არ ვიცი...
-მისტერ კიმ,მითხარით რომ რაღაც საქმე გქონდათ,რა ხდება?
-აჰჰ... ხო კიდევ კარგი გამახსენე, სულ დამავიწყდა. გაზაფხული იწურება და ამიტომ ზაფხულის ექსკურსიაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ, ამიტომ შენი დახმარება მჭირდება.
-დიახ, არ არის პრობლემა ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვით.
-ძალიან კარგი. მინდა უნივერსიტეტში გამოიკითხო ვის სად უნდა წასვლა.
-კარგით შევეცდები უმეტესობა მაინც გამოვკითხო.-დავემშვიდობე მისტერ კიმს და კარი გამოვაღე. გული სწრაფად მიცემდა. საშინლად ბედნიერი ვიყავი.
დერეფანში ნაცნობი ვარდისფერი თმა შევნიშნე.
-ნარი?! -დავუძახე დაუფიქრებლად.
ნეტავ რა უნდა აქ? ჩემს გამო მოვიდა? რა კარგია...
გაღიმებული სახით წავედი მისკენ,მაგრამ ნარის გამოხედვამ და მისმა ცრემლნარევმა თვალებმა ადგილზე გამაშეშა და ფეხის გადადგმის საშუალება არ მომცა.
ნარი ჩემსკენ წამოვიდა და სერიოზული ხმით უნდოდა საუბრის დაწყება,მაგრამ ცრემლების გამო ხმა დაუწვრილდა ასე,რომ სერიოზული შეხედულებაც არ ჰქონია,უფრო საყვარელი იყო ჩემთვის....
-რა გინდა? გიჟი ხარ?-მითხრა მან.. მისი საყვარელი ხმა,მისი ჩაცმულობა,მისი აწითლებული მაგრამ მაინც ლამაზი ნაცრისფერი თვალები რომელის ნახევარს ჩოლკა მალავდა ვარდისფერი...
ღიმილი შემახმა და მივხვდი მის"სერიოზულ" შეკითხვას მეც სერიოზულად უნდა მეპასუხა,ალბათ გაუკვირდება ნარის ჩემი ასეთი მხარე.. მაგრამ არ უნდა დავანახო,რომ ღიმილის მეტი არაფერი შემიძლია...
-ჩემი სიგიჟე სად შენიშნე ნარი?-მივუგე ჩემი უემოციო სახით და ბოხი ხმით.. რაზეც ნარის ვერაფერი შევატყვე.
-გიჟი ხარ აბა რა ხარ?! სტალკერიც შეგეფერება ისე..-ეს რომ მითხრა სახე შეუწუხდა, თითქოს არ უნდოდა ამ სიტყვების თქმა,მაგრამ დაუფიქრებლად წამოიძახა,მაგრამ გამოსწორება არ უცდია.. ალბათ ძალიან იყო ნაწყენი.. ჯანდაბა! ნეტავ მცოდნოდა რომ მას ასე ვატკენდი,არასდროს მომინდებოდა იმ წყეული ფოტოს გამოქვეყნება... მაგრამ ჩემი გეგმაც ის იყო,რომ მინდოდა ნარი ჩემთან მოსულიყო და ეჩხუბა,რადგან შევძლებდი მასთან ცუდი ურთიერთობის დამყარებას მაინც. ამ ცუდი ურთიერთობის გამოსწორებაც კი შემეძლო რამოდენიმე მოგონების შეხსენებით,ან უბრალოდ მისი დის ყელსაბამით. ამის იმედი მქონდა...
-ნარი დაწყნარდი და რომ დაწყნარდები მერე მოდი და მესაუბრე.-ვუთხარი და თბილად ჩავუღიმე.
-არ მჭირდება,არმინდა შენი კიდევ ერთხელ ნახვა. ახლა გეტყვი ჩემს სათქმელს.
-ნარი მისმ.....-მის დაწყნარებას ვცდილობდი მაგრამ შემაწყვეტინა.
-რა უფლება გქონდა საერთოდ ჩემს ფოტოს დაუკითხავად რომ აქვეყნებდი? რათ გინდოდა? საერთოდ სტალკერი ხარ მართლა იაპონიაშიც კი გამომყევი? ან კორეაში საიდან მიპოვე??
-ნარი....-ისევ არ დამაცადა ახსნა.
-მითხარი რატო?? რა გინდა?
-ხელოვნების ნიმუში ხარ. ცოცხალი მაგალითი იმისა,რომ ხელოვნება უბრალოდ შეუდარებელია.-ვუთხარი თბილი ხმით და ჩავუღიმე რამაც ნარის სახის გამომეტყველება შეცვალა.
-რა...რას გულისხმობ?
-პირველივე დანახვის დროს ვცდილობდი შენთან დაახლოებას,მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს.
-ეგ რა შუაშია,არ მაინტერესებს!
-ისე,რომ იცოდე ეს უკვე მეოთხედ შეგხვდი..-ხმაურიანად ჩავუცინე მას და გაკვირვებული მზერით ცქერა დამიწყო.
-რა სისულელეა, მეორედ გნახე იაპონიას თუ არ ჩავთვლით..
-მე ჩავთვალე და არა მარტო იაპონია.-ისევ ვიღიმი,მთელი ეს დრო
-როდის გნახე? მითხარი
-არ გეტყვი გამოიცანი.-მივუახლოვდი და თმაზე ხელით თამაში დავუწყე.
-არ უნდა შეგეცვალა სტილი,ისე უფრო გიხდებოდა..-ვუთხარი,მის თმას ხელი გავუშვი და იმ ადგილს მოვშორდი.
ვიღიმოდი მაგრამ ჩემი ღიმილი არ იყო ბედნიერების. გული მტკიოდა რადგან ნარის ასე ვხედავდი. არ მინდოდა შემდეგ მისი სიტყვები ენანა,მაგრამ ალბათ არც ინანებდა,ან უბრალოდ დაივიწყდებდა... რადგან მე რაც შემეხება არაფერი აინტერესებს მას.
რასაც აუცილებლად შევცვლი.დავბრუნდი ბავშვებოო❤️და ესეც 13 თავი.. მემგონი ყველაზე მაგარი თავი ეს გამომივიდა ხო?😂 მადლობა მკითხველებს მიყვარხართ და დროებითთ!❤️
YOU ARE READING
When cherry blossom blooms
Romanceალუბლის პირველი ყვავილობა 4 აპრილი ბევრი ადამიანისთვის ულამაზესი დღეა, მაგრამ მე არ შემიძლია ამ სილამაზით ბოლომდე დავტკბე...