-2- The sound

65 11 0
                                    

ვერ გადმოვცემ, თუ რა ვიგრძენი იმ მომენტში, როდესაც ჩემი და ასე დავინახე. მთელი მოგონები გამახსენდა. უეცრად ყველაფერმა თვალწინ ჩამიარა. ამბობენ, როდესაც კვდები, მთელი ცხოვრება მაშინ თვალწინ გივლისო. რატომღაც ასე იონას დანახვის შემდეგ დამემართა. მტკიოდა. საშინლად მტკიოდა. მინდოდა, ბოლო ხმაზე დამეყვირა და ჩემი ტკივილი ყველას გაეგო. ჩამიარა თვალწინ იმ მომენტებმა, რომლის შემდეგაც ჩემს თავზე საშინლად ვბრაზობდი. რატომ არ ვატარებდი უფრო მეტ დროს მასთან? რატომ არ ვაფასებდი ისე როგორც საჭირო იყო? რატომ არ დავუდექი გვერდით როდესაც ჭკუიდან იშლებოდა? რა თქმა უნდა, სულ მე ვუვლიდი მას, რადგან ექიმებზე უარს აცხადებდა, მაგრამ მაინც დავადანაშაულე თავი.. ვიფიქრე ალბათ კარგად ვერ ვუვლიდი და მაინც ძალიან ცუდად იყო-მეთქი.
უეცრად სახეგადაფითრებული მამაჩემი დავინახე... არ დამავიწყდება მისი სახე, რადგან მამას ასე პირველად ვხედავდი. მიახლოვდებოდა ჩქარი ნაბიჯით და ერთი ხელის მოქნევით წვდა ჩემს გრძელ შავ თმას ხელით. გულის ტკივილს და სინანულის გრძნობას დაემატა თავის ტკივილი. მე გაკვირვებული ჩავიკეცე მუხლებში. ვერ მივხვდი რით დავიმსახურე მამაჩემის ასეთი მოპყრობა. 16 წლის მანძილზე საკუთარი მამა ხელით არ შემხებია, მაგრამ იმ მომენტში მამაჩემის სხვა ჩემთვის უცნობი სრუილად უცნობი მხარე გავიცანი, რაც ძალიან არ მომეწონა. უეცრად თვალთ დამიბნელდა და წესიერად ვერც ვხედავდი, თუ სად მივყავდი მამაჩემს. გონება დამეკარგა, მაგრამ შემდეგ უეცრად გამოვფხიზლდი და სრუილად სიბნელეში ვიმყოფებოდი. მეგონა მხედველობა დამეკარგა, მაგრამ შუქის ასანთების ძიებაში ჩემი სახლის სხვენი კარგად ვიცანი. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა რომ ბნელოდა და სივიწროვე იყო. მეშინოდა სიჩუმის. დავიწყე კივილი კარებზე, ხელის დარტყმა მაგრამ პასუხს არავინ მცემდა. ჩემი გამოთვლებით 1 დღე გავიდოდა დაახლოებით. მეკი: მეშინოდა, მშიოდა, მწყუროდა. ვამბობდი ყოველ წამს
-ჯანდაბა რატომ არის ასეთი საშინელი მკვდარი სიჩუმე-მეთქი
მაგრამ ამასაც ვერ წარმოვთქვამდი წესიერად, რადგან ყელი გამშრალი მქონდა.
უეცრად გონება გამინათდა. გამახსენდა, რომ დედა ადრე მუსიკოსიიყო და ამის გამო სახლში ბევრი ინსტრუმენტი გვქონდა. დედას წასვლის შემდეგ კი მამაჩემმა ისინი ან სარდაფში შეინახა ან კი სხვენში. არ მახსოვდა ზუსტად და გამწარებული დავიწყე ინსტრუმენტების ძებნა. მე მხოლოდ გიტარის დაკვრა ვიცოდი, ისიც ძალიან ცუდად. პატარაობაში მოვინდომე სწავლა და შემდეგ მივატოვე. უეცრად ხელში ინსტრუმენტი მომხვდა, რომელიც დიდი ალბათობით შიშის გამო ვერ ვიცანი
გავიფიქრე ჩელო? არა ჩელო საკმაოდ დიდი ზომის არის ანუ? ვიოლინო. წავავლე ხელი და შევეცადე სიბნელეში დაკვრა. საშინლად გამომდიოდა მაგრამ ამ სიჩუმეში, რომლისიც ძალიან მეშინოდა ვიოლინო მეხმარებოდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მეგობარი ვიპოვე, რომელიც არასდროს მყოლია.
მუსიკა.

ხმა.

თავისუფლება.

ვგრძნობ თუ როგორ საუბრობს ვიოლინო ხემის ყოველი მოძრაობისას. მისი ყოველი ბგერა სხვადასხვა ფერებს მიხატავს და სხვადასხვა ემოციებს მაგრძნობინებს: სიყვარული და სიძულვილი, სიხარული და სევდა, აღტაცება და იმედგაცრუება. ვიბრაციებს მთელი ჩემი სხეულით ვგრძნობ, მასთან ერთად დავფარფატებ და მგონია, რომ ყველაფერია შესაძლებელი.
ვგრძნობ, რომ თითოეული ნოტი ზეცასთან მაახლოებს, მაგრამ ერთი სიმის გაწყვეტაც კი საკმარისია, რომ ჩამოვარდე.
მე კი არ ვიცი, რა მელის.
მაგრამ ვიცი, რომ ვარსებობ და ესეც საკმარისია ჩემთვის.

ესეც ჩემი ფიკის მეორე თავი.❤️ეს თავი შედარებით პატარაა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ მოგეწონათ.❤️
დიდი მადლობა მკითხველებს და მესამე თავიც მალე დაიდება❤️

When cherry blossom blooms Where stories live. Discover now