2.Escape

911 116 75
                                    

კიდევ ერთი უსიცოცხლო დღე გათენდა,კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე.
გოგო მობეზრებით წამოჯდა საწოლზე და გემრიელად გაიზმორა. ოთახს თვალი მოავლო. როგორც ყოველთვის,სუფთა და მოწესრიგებული,სხვას არც ელოდა მათი მოსამსახურისგან.

-მეზიზღება ეს ყალბი სისუფთავე - ჩაილაპარაკა მისთვის და სააბაზანოში გავიდა.

თავის მოწესრიგების შემდეგ სამზარეულოში ჩავიდა და ნახა 'იდეალური ოჯახი',რომელიც იდეალურის გარდა ყველაფერი იყო.

-დილა მშვიდობისა ალექსანდრა - თქვა ბიძამისმა ისე,თითქოს გუშინ მას არ ეცემოს.

-დილა მშვიდობისა სერ - მშვიდად უთხრა და მაგიდასთან თავისი ადგილი დაიკავა.

-დღეს რამე მნიშვნელოვანი წერა ხომ არ გაქვს? - შეეკითხა ქალი.

-თეზისი მაქვს ჩასაბარებელი - მობეზრებით თქვა და პირში ლუკმა ჩაიტენა.

-ნელა ჭამე,როგორც ქალიშვილს შეეფერება - დამოძღვრა მისმა დეიდაშვილმა. 

-შენ შენ ჭამას მიხედე თუ შეიძლება

-გამოტენილი პირით ნუ საუბრობ ალექსანდრა - დატუქსა ბიძამ.

-მე მოვრჩი - თქვა მოულოდნელად და მაგიდიდან წამოდგა - გემრიელად მიირთვით.

კარიდან უკანმოუხედავად გავიდა და იქვე გაჩერდა.კიდევ კარგი ოთახი დროულად დატოვა,წინააღმდეგ შემთვევაში შეიძლებოდა მათ შემხედვარე გული არეოდა.

ზედმეტად ხელოვნური იყო ყველაფერი ამ სახლში. ის სურათი,რომელშიც სამივე ბედნიერად იცინის,ყველაზე მეტი სიყალბით გამოირჩეოდა.

კოლეჯში მისვლა არ უნდოდა,მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრისთვის იდეალურად იყო მომზადებული.
გადაწყვიტა გაეცდინა და თავის ადგილას წასულიყო.

კოლეჯის დედაც,მშობლების დედაც და ყველას დედაც.

მთელი დღის განმავლობაში იქ იჯდებოდა,ტელეფონზე ზარი რომ არ შემოსულიყო.
დახედვაც არ დასჭირვებია ვინ იყო, ისე მიხვდა.
"დეიდა" იკითხებოდა ნომერზე.

CaimWhere stories live. Discover now