-რას ვაპირებთ? - ეკითხება ჯენო მეორე დღეს,როცა უკვე გამოფხიზლებულ გოგო უყურებს.
ალექსანდრა თმა არეული ზის საწოლზე. ასეთიც კი ლამაზია. მაისური ოდნავ ზემოთ აქვს აწეული და მისი იდეალური მუცელი უჩანს,შორტები მის ლამაზ ფეხებს ვერ მალავდა და ისეთ სანახაობას ჰქმნიდა,რომ მზერას ვერ მოაშორებდი. ახალ გაკეთებული ტატუ თავს იწონებს გოგოს მკლავზე და ლამაზად ჩანს.
ჯენოც უყურებდა და გოგოთი ტკბებოდა. იმ გოგოთი,რომელიც ასე ძალიან უყვარდა და რომელსაც ასე ძალიან ენდობოდა.-წევრებს უნდა დაველაპარაკოთ,მაგრამ იუტას არ ვენდობი...
-ის თეიონის საუკეთესო მეგობარია,რასაკვირველია არ ენდობი.
-მაგრამ როგორ...
-მე სხვა კითხვა მაქვს - თქვს აქნევს ჯენო - რატომ არ იცის თეიონმა ვინც ხარ? რატომ დაგავალა საკუთარ თავზე ინფორმაციის მოგროვება?
-მგონია იცის,კანგი ეტყოდა - ზიზღით ამბობს - მაგრამ ვერც მე ვხვდები,თუ რატომ არ აკეთებს არაფერს,რატომ არ ეუბნება,რომ მასთან ვარ ბანდაში.
-წევრებს უნდა ვუთხრათ - ამბობს ჯენო და ფეხზე დგება,თუმცა ადგილზე შეშდება,როცა კარში ჰეჩანს ხედავს - ჰეჩან?
გოგო სახელის გაგებისთანავე ისწორებს მაისურს და ისე ჯდება,რომ უხერხულად აღარ იგრძნოს თავი. თმას ერთი ხელის ჩამოსმით ისწორებს და წითურს უყურებს,რომელიც უხერხულად იღიმის.
-სანდრასთვის ინფორმაცია მქონდა - ამბობს უხერხულად და არ იმჩნევს,რომ მათი საუბარი მოისმინა - გავარკვიე ჩიპზე რა ეწერა და რისი გასაღები მომეცი.
-რა ჩიპი,რა გასაღები? - ეკითხება ჯენო.
-ჩიპი,რომელიც იმ ნაბიჭვარს წავართვი კლუბში - პასუხს სცემს ბიჭს და ჰეჩანს უყურებს - გისმენ ჰე.
-გასაღები საწყობისაა,ალბათ რამეს ინახავენ მანდ. აი ჩიპზე კი - ცოტახნით გაჩუმდა და ლეპტოპი ჩართო - აჯობებს თქვენ თვითონ ნახოთ.
YOU ARE READING
Caim
FanfictionIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚