10.I found you

554 89 45
                                    

რას ფიქრობთ იმ გრძნობაზე,როცა ვერ ხვდებით რას გრძნობთ? როცა თქვენში უამრავი სახის ემოციაა არეული და ვერ გაგირკვევიათ რომელი ჭარბობს?

ალექსანდრაც ასე იყო.

ვერ ხვდებოდა იმედგაცრუებული იყო,ნაწყენი,გაბრაზებული თუ ყველა ერთროულად.

ვერ ხვდებოდა ჯენოს ასეთი დამოკიდებულების მიზეზს,მაგრამ ცდილობდა მასთან კონტაქტი აერიდებინა,აღარ უნდოდა ბიჭის უარესად გაღიზიანება.

რამდენიმე დღეა ერთმანეთს ხმას არ ცემენ. მისიაზე მიტოვებიდან სიტყვაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. გოგოს მასთან არც კი უჩხუბია,მხოლოდ გაბოროტებული მზერა მოავლო და ოთახში შეიკეტა. სამაგიეროდ,ესმოდა როგორ უყვიროდა პირველ სართულზე ჰეჩანი და კმაყოფილს ეღიმებოდა. ჰეჩანის სახით დიდი განძი შეიძინა ამ სახლში.

მოულოდნელად კარზე კაკუნი ისმის და სანდრაც დამფრთხალი ხტება საწოლიდან,ხელს კი ბალიშის ქვემოთ ამოდებულ დანას აყოლებს. რა ქნას,ჩვევა ჩვევაა.

-შეიძლება? - თქვს ყოფს ციფსფერთმიანი.

-შეიძლება სულ აკაკუნებდე? შენი ოთახიცაა - თვალებს ატრიალებს.

-მაგრამ არ მინდა კვლავ შენი შიშველი ნახვა - დარცხვენით ამბობს სიტყვებს.

-არ მოგეწონე? - ყალბად იწყინა გოგომ და ბიჭის დამფრთხალ გამომეტყველებაზე სიცილი ძლივს შეიკავა.

-რას ამბობ ნუნა...უბრალოდ....მე... - დაიწყო ლუღლუღი.

-კარგი ჯისონ,ვიხუმრე - აწყვეტინებს ბლუკუნს - ახლა თქვი რა გინდოდა.

-არ გინდა სასეირნოდ წავიდეთ?მომწყინდა და არავინ მომყვება.

-არც ჩონლო? ეგ უარს არ გეტყოდა.

-მე,შენ და ჩონლო წავიდეთ,გთხოვ რა  ნუნა - შეეხვეწა ბიჭი და ისეთი თვალებით შეხედა,რომ ფაქტიურად უარს ვერ ეტყოდით.

-კარგი,წავიდეთ - ოხვრით ამბობს და ფეხზე დგება.

-მომზადება არ გინდა? - ეკითხება.

CaimWhere stories live. Discover now