1.აღწერა

2K 146 140
                                    

რა არის ბედნიერება?
რას შეუძლია მისი გამოწვევა?
როგორ უნდა ვიყოთ ბედნიერები?
დამეთანხმებით,რომ ამ კითხვებს საკუთარ თავებს ყოველთვის ვუსვამთ,თუმცა პასუხებს ამომწურავად მაინც ვერ ვღებულობთ.

ზოგისთვის ბედნიერებაა ოჯახი,სიყვარული,ურთიერთგაგება,დაფასება,პატივისცემა.ზოგისთვის კი ფული,კარგი ცხოვრება,კარგი მანქანა.ზოგისთვის - საერთოდაც კარგი ნიშნები. ამ სიტყვას ზოგადი განმარტება არ გააჩნია. ასე ვერ ადგები და ვერ იტყვი მის მნიშვნელობას,რადგან ყველასთვის სხვადასხვაა.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა,რომ ბედნიერი იყოს?
საერთოდ რას ნიშნავს სიტყვა,იყო ბედნიერი?

ზოგისთვის ბედიერება წვრილმანებშია,ზოგიც კი ცდილობს თავდაუზოგავად იშრომოს მისთვის. ესეც განუმარტავი სიტყვაა.

თუმცა, საერთოდ სიტყვა ბედნიერება რო აიღო და დამარცვლო რას მიიღებ?
ბ-ე-დ-ნ-ი-ე-რ-ე-ბ-ა.
თვითონ სიტყვაში არანაირი აზრი არ დევს.
ზუსტად ასეა ამ სიტყვის განმარტებაც.
უაზრო,არაფრის მთქმელი,სანამ შენთვის მნიშვნელოვანი არ გახდება.

და თავისუფლება?

რა არის ის?

საკუთარი თავის ბოლომდე ფლობა?
რისი გაკეთაბაც გინდა სულ იმის კეთება?
როგორ შეიძლება ის ავხსნათ?

თ-ა-ვ-ი-ს-უ-ფ-ლ-ე-ბ-ა
რა ლამაზად ჟღერს არა?
იყო თავისუფალი.

და მაინც,იყო თავისუფალი ნიშნავს,იყო ბედნიერს?

○○○○○○○○○

-როგორ ფიქრობ,რას იზამ დღეს გამოცდაზე? - წკრიალა ხმით კითხულობს მაგიდის სათავესთან მჯოდმი ქალი და მის გვერდით მჯდარ გოგოს უყურებს.

-რასაც სულ ვაკეთებ, დეიდა - წყნარი და დინჯი ხმით უპასუხა გოგონამ.

-და შენ? - ახლა მეორე მხარეს გაიხედა ქალმა.

-შევეცდები დამაკმაყოფილებელი ქულა მივიღო - ჩაიბუზღუნა ქალიშვილმა და კიდევ ერთი ლუკმა ჩაიტენა პირში,რათა საუბარი თავიდან აერიდებინა .

CaimTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang