7.Broken

561 94 37
                                    

გოგომ გარემო ეჭვის თვალით მოათვალიერა,არ მოსწონდა ის სიტუაცია რომელშიც იყო. სისულელე იყო ჯენოსთან და ჯემინთან ერთად აქ წამოსვლა,იცოდა რომ არაფერ ისეთს არ გაიგებდნენ, რაც არ იცოდნენ,თუმცა ჯენოს დაჟინებული თხოვნის შედეგად, მისი დის ქორწილში აღმოჩდნენ.
ყველანაირად ცდილობდა,რომ მშობლებს და ბეატრის თვალში არ მოხვედროდა,წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ეცნოთ,მიუხედავად იმისა,რომ ქერა პარიკი ეკეთა და შედარებით მოსუქებული იყო.

-რას აკეთებ?გევალება რამე გაარკვიო - წაისისინა მის გვერდით მდგარმა მაღალმა ბიჭმა.

-ისეთს ვერაფერს გავარკვევთ, რაც უკვე არ ვიცით - აგდებით პასუხობს გოგო.

-ყურადღებას იქცევთ ასე გაშეშებულები რომ დგახართ,წადით იცეკვეთ ან რამე ქენით - ყურში ესმით ჯემინის ჩურჩული,თუმცა ყურადღებას არ აქცევენ და ერთმანეთს მზერით ჭამენ - თქვენ მანდ წყვილის რანგში ხართ მისულები,მაგრამ მტრებს უფრო გავხართ.

-რა გინდა რომ გავაკეთოთ? - შედარებით წყნარად კითხულობს შავთმიანი.

-იცეკვეთ და ისე მოიქეცით, თითქოს მართლა წყვილი ხართ.

-გესმის?წამოდი, ვიცეკვოთ - ძალით იღიმის გოგო,ბიჭს ხელს ავლებს და საცეკვაო მოედნისკენ მიათრევს.

-ცეკვა არ გამომდის - ბუზღუნებს ჯენო.

-ვის ატყუებ,აკადემიაში საუკეთესო იყავი - ესმით ჯემინის ხმა.

-მოკეტე ნანა - გამაფრთხილებელი ტონით ეუბნება ბიჭი ბიჭს.

-მაპატიე ნონო - ნაზად ებოდიშება ჯემინი და შემდეგ სიჩუმე ისადგურებს.

"ნანა?ის ნანა? ღმერთო,ეგ როგორაა შესაძლებელი" გამალებით ფიქრობს გოგო და საცეკვაო მოედანზე ჯენოსთან ერთად ნაზად ირწევა. გრძნობს,რომ ბიჭიც არ აქცევს ყურადღებას და სხვისი საუბრების მოსმენითაა დაკავებული,თუმცა არ ანაღვლებს. "ხომ შეიძლება ჯემინსაც ნანას ეძახიან,რა აუცილებლობაა ჩემი ნანა იყოს" იმშვიდებს თავს და ცდილობს მისიაზე მოახდინოს კონცენტრაცია,რომელზეც ჯენომ წამოიყვანა.

CaimWhere stories live. Discover now