*უკვე მეორე თავია,წინა არ გამოგრჩეთ*
დილა როგორც ყოველთვის ჩონლოს სიცილით და ლუკასის ყვირილით იწყება. მათი ხმა მთელ სახლში ისმის და ყველა გამოჰყავს სიზმრების სამყაროდან,სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ.
დიდი ხნის შემდეგ ალექსანდრას როგორც იქნა საყვარელი მამაკაცის მკლავებში ეღვიძება და თვალებდახუჭული იღიმის. თავი ჯენოს გულზე უდევს და მის თანაბარ ფეთქვას უსმენს,რომელიც მისთვის საყვარელი მელოდიაა. აკადემიის შემდეგ ასე კარგად ჯერ არ გაუღვიძია.ბიჭს უფრო მეტად ეხვევა და თავს ყელში ურგავს,საყვარელ სურნელს ისუნთქავს. სისუფთავის და პიტნის არომატი მისთვის ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა საყვარელი სურნელი,მას შემდეგ ყველგან ცნობდა მას.
ამბობენ ადამიანის ბუნებას მისი სურნელით ხვდებიო და თუ მართლა ასე იყო,ალექსანდრა დარწმუნებით იტყოდა,რომ ჯენო იმაზე მეტად სუფთა ადამიანი იყო,მისი სიმწარით,ვიდრე ამჟღავნებდა.თავი წამოსწია და ბიჭის იდეალურ ნაკვთებს მიაშტერდა. ჯენოს ეძინა,ან შეიძლება თავს აჩვენებდა კიდეც. თვალები დაეხუჭა და წამწამები ლამაზად შეერთებოდნენ ერთმანეთს. პირი ოდნავ გაღებული ჰქონდა,თმა კი სახეზე ჩამოშლილი. გოგომ ნელა შეაცურა მასში ხელი და ნაზად მიეფერა. ფაფუკი,სრიალა თქმა ჰქონდა ბიჭს.
-მიყვარს,როცა დილას შენი მზერა მაღვიძებს და არა იმათი ყვირილი - ძილისგან დაბოხებული ხმით ამბობს ჯენო და ჩუმად ეცინება,როცა გრძნობს როგორ აშორებს გოგო მის თმას ხელს - ყოფილიყო,მსიამოვნებდა.
-შენც დილამშვიდობისა ლი - ცხვირზე კოცნის გოგო და თავს ისევ მის მკერდზე აბრუნებს,უფრო მჭიდროდ ეხუტება. ბიჭიც ხელს მაგრად ჰხვევს,ისე თითქოს არასდროს აპირებს მის გაშვებას.
-ძალიან ლამაზი ხარ - ამბობს ის - დილას,როცა ყველა მახინჯია ახალ გაღვიძებულზე,შენ ძალიან ლამაზი ხარ.არც კი ვიცი,როგორ გამოგდის ასე ბუნებრივად ყოფნა - თითებს თმაში უცურებს.
YOU ARE READING
Caim
FanfictionIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚