8.Academy C

527 88 25
                                    

-მეძახდი? - კითხულობს თეიონის ოთახში შესული გოგო და მის წინ დგება.

-საქმე მაქვს - ფურცლებიდან თავს ჰყოფს ბიჭი.

-გისმენ - სერიოზული სახით ეუბნება სანდრა.

-დღეს პროდუქტი მოდის,ამიტომ მინდა რომ დახვდე და ეცადო,მოწინააღმდეგეების ბანდამ არ ჩაიგდოს ხელში. გასაგებია? - მკაცრად და ცივად წარმოსთქვა თითოეული სიტყვა ბიჭმა.

-მარტო მე? - წარბს უწევს.

-სხვა ვინმეც გინდა,რომ გაიყოლო? - წარბაწევით ეკითხება ბიჭი და ამით ანიშნებს,რომ განხილვა დამთავრებულია.

-კარგი - ოხვრით ტოვებს ოთახს და საკუთარში შედის.

გარდერობიდან შავ შარვალს,მაიკას და მოსაცმელს იღებს და იცვამს. ფეხზე ტყავის ბატინკებს ირგებს და საბოლოოდ იარაღების კოლექციასთან მიდის,რადგან მუდამ დაცული უნდა იყოს.
იარაღიდან სროლა მისი სტილი არ არის,ამიტომაც ბასრ დანას იღებს და მის სპეციალურ ჩასადებში დებს,რომელიც ბარძაყზე უკეთია. მეორეს წელზე გაკეთებულ ჩასადებში აცურებს,ხოლო მესამეს კოჭთან იმაგრებს.

-სად მიდიხარ ნუნა? - ეკითხება ოთახში ახლად შემოსული ჯისონი და გოგოს გაკვირვებული უყურებს - ვაუ,მაგრად გამოიყურები.

-თეიონმა საქონელზე გამგზავნა,მალე მოვალ - თმებს უჩეჩავს პატარას და ოთახს ტოვებს - და ხო,მადლობა - ამბობს ოთახში ხითხითით დაბრუნებული გოგო.




ადგილზე მისულს ტვირთი ჯერ არ ხვდება,ამიტომ ლოდინი უწევს.
ბოლოს მობეზრებული რეკავს საქონლის პატრონთან და სიტუაციის დაზუზტების შემდეგ ლოდინს აგრძელებს.
საბოლოოდ,როგორც იქნა მოიტანეს.

-რამდენია? - კითხულობს გოგო და საქონელს უყურებს.

-10 კილოა,ძვირი დაგიჯდებათ - პასუხობს მძღოლი.

-ეგ თეიონთან მოაგვარეთ,ფული მე არ მეხება - საქონელს სუნავს და იჭყანება - არასდროს ყოფილა ნარკოტიკი ჩემი საქმე.

CaimWhere stories live. Discover now