გოგო ოთახში შემოჭრილმა მზის სხივებმა და გვერდით საწოლზე მწოლიარე ბიჭის ხვრინვამ გააღვიძა.გაღიზიანებულმა ამოიოხრა და ბალიში ისროლა მეორე მხარეს,იქნებ გაჩუმებულიყო,თუმცა,მის ამ ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია. შეეძლო გაეღვიძებინა და შეეწყვიტა ეს ტანჯვა,თუმცა ისე საყვარლად ეძინა,მისი გაღვიძება დაენანა და ლაზლაზით წამოდგა ფეხზე.
"ახლა რა ჯანდაბა ვქნა?" გაიფიქრა და აბაზანაში შევიდა.
რამდენი ხანია ნორმალურად არ დაუბანია.ღმერთო,როგორ მონატრებია სისუფთავის შეგრძნება,კარგი სუნი ტანზე,სუფთა თმები და რაც ყველაზე მთავარია,ცხელი წყლის ნავარდი ტანზე,რომელიც გწვავს და გაფხიზლებს,რომელსაც არაფერი სჯობს.
აბაზანიდან სრულიად დაბანილი და აწითლებული გამოვიდა.იმდენი იხეხა ტანი,სანამ არ აიწითლა. სცადა ყველანაირი ჭუჭყი მოეშორებინა,რაც ამდენი ხნის განმავლობაში გარეთ ცხოვრებისას აიკიდა.
-სანდრა? - ისმის საწოლიდან ლურჯთმიანის ზმუილი და ეცინება.
-იძინე,არ გაიღვიძო - ჩუმად თქვა და შუა ოთახში დაბნეული დადგა. ხელები თეძოებზე ეწყო და ოთახს გაკვირვებით ათვალიერებდა.
რა ჩაეცვა? არაფერი ჰქონდა ჩასაცმელი,რა უნდა გაეკეთებინა? ღმერთო,ხანდახან როგორი გულმავიწყია.
-შეგიძლია ჩემი ტანსაცმელი ჩაიცვა - ბიჭმა თავი წამოსწია,ჩუმად თქვა ეს სიტყვები,თითქოს გოგოს ფიქრები წაიკითხა,თავი კვლავ ბალიშზე დააბრუნა და ხვრინვა ამოუშვა.
-მადლობა - თბილად გაეცინა და ბიჭის კარადაში თავით შეძვრა.
არჩევანი ფართო იყო,მაგრამ საკუთარი სტილის ტანსაცმელი აარჩია და კმაყოფილმა გაიღიმა.
მოკლემკლავიანი შავი მაიკა,შავი ჯინსის შარვალი გადმოიღო და თვალი შეავლო.
არაუშავდა რა,დიდი არაფერი იყო,მაგრამ ტანზე კარგად დააჯდებოდა,რადგან ბიჭის ტოლი იყო.ორივეს ერთნაირი ფიგურა ჰქონდა,უბრალოდ ჯისონი ოდნავ მაღალი იყო გოგოზე და ოდნავ უფრო განიერი მხრები ჰქონდა. თუმცა, ქალის თეთრეული რომ არ ჰქონდა? იძულებული იყო კვლავ ძველი გამოეყენებინა და იმედგაცრუებულმა ამოიოხრა.
YOU ARE READING
Caim
FanfictionIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚