6.Secrets

583 99 35
                                    

წარმოიდგინეთ იდეალური ცხოვრება,მოსიყვარულე ოჯახითა და ბედნიერებით სავსე. სკოლიდან მოსვლისას,რომ ცხელი კერძები გხვდებათ და მშობლებთან ერთად გემრიელად მიირთმევთ,შემდეგ ილაპარაკებთ,ერთმანეთს თქვენს დღეზე მოუყვებით და საღამოს რაიმე კინოს უყურებთ,ბოლოს კი დასაძინებლად ბედნიერი წახვალთ.
ახლა კი ამის საპირისპირო წარმოიდგინეთ. სკოლიდან დაბრუნებულს არავინ არაფერს გახვედრებს,პირდაპირ სავარჯიშოდ მიგერეკებიან,ბოლოს კი ისეთი დაღლილი მიდიხარ დასაძინებლად, მეცადინეობის თავიც კი არ გაქვს.
აი ასეთი ცხოვრება ჰქონდა ალექსანდრას,სანამ კანგების სახლში დაბრუნდებოდა. მართალია დაბრუნების შემდეგ საჭმელი სულ გამზადებული ხვდებოდა,თუმცა სითბო არ იყო.მთავარი ხომ სოთბო და ის ოჯახური იდელიაა, არა?

-რას შვებით? - ღიმილით ჩავიდა მისაღებში და აღმოაჩინა,რომ ბიჭები რაღაცაზე გამწარებული მსჯელობდნენ.

-ვწყვეტთ სად წავიდეთ საზაფხულოდ დასასვენებლად - სცემენ პასუხს ერთბაშად.

-მისია? - უკვირს გოგოს.

-მოიცდის,დრო კი არ გვაქვს გამოყოფილი - თვალებს ატრიალებს ჯეჰიონი.

-და სად გინდათ წასვლა? - ნებდება და იქვე ჯდება.

-ვერ გადავწყვიტეთ,ამიტომ შენი ვარიანტიც გვაინტერესებს.

-ზღვაზე,არასდროს ვყოფილვარ - აღტაცებულია.

-ზღვაზე არასდროს ყოფილხარ? - გაუკვირდა ჯისონს და ლურჯი თმები დაბნეულობისგან აიჩეჩა.

-არასდროს მქონია დრო მანდ წასასვლელად - მხრებს იჩეჩს გოგო და საზურგეს ნაზად ეყრდნობა.

-ჩვენ ვრჩებით - ხმა ამოიღო ჯენომ-თქვენ წადით თუ გინდათ,ჩვენ კი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი.

-როგორ აპირებ მაგ საქმის მოგვარებას გენიოსო?დაგავიწყდა,რომ ალექსანდრა მკვდარია? - გოგო ეცადა რომ გაღიაზენაბა დაემალა.

CaimWhere stories live. Discover now