გოგო ნანგრევებში დაბოდიალობს და ცდილობს იმ დროზე არ იფიქროს,როცა ჯერ კიდევ აქაურობა იყო მისი სახლი. როცა ჯერ კიდევ ბედნიერად ცხოვრობდა აქ.მიუხედავად იმისა,რომ მთლიანად ბედნიერი ცხოვრება არ ჰქონია,მაინც ჰყავდა ისინი,ვინც მისი საყრდენი იქნებოდნენ.
ლი და ნანა.
ლი მასთან ერთად იწრთვნებოდა,როგორც საველე მუშაკი,ხოლო ნანა უმეტესად რთულ გამოცანებსა თუ კოდებს შიფრავდა,მაგრამ მიუხედავად ამისა,მანაც იცოდა ბრძოლა.
სამი საუკეთესო.
სამი მუშკეტერი.
როგორ ახსოვს მისი და ლის თამაშები,რომლებიც არასდროს ცდებოდა საზღვრებს.
ისიც ახსოვს,როგორ გაგზავნეს პირველ მისიაზე. არაფერი განსაკუთრებული,მხოლოდ ვიღაცაზე უნდა ეთვალთვალა,მაგრამ მაინც პირველი და მნიშვნელოვანი იყო.ახსოვს მთელი საველე ბავშვები როგორ იკრიბებდნენ სამზარეულოში და მხიარულობდნენ. ის,ლი და ნანა მთავრები იყვნენ.
ყველაფერი ახსოვს,თანაც დეტალურად.არადა ხომ გაგიგიათ,რაც უფრო ნაკლები იცი,მით უფრო მშვიდად გძინავსო.
არ ეძინა გოგოს მშვიდად,რადგან ბევრი იცოდა. საკმარისად ბევრიც. ამის გამო მოხდა ის,რაც მოხდა. ის გაიგიგო,რაც არ უნდა გაეგო. თუმცა,მაინც ვერ ხვდებოდა ეგ ინფორმაცია რატომ გახდა ხანძრის საწინდარი. ისიც არ იცოდა,ვინ წყეულმა გააჩინა,ეჭვიც კი არავისზე ჰქონია.
ახლა ნანგრევებში დადის და იმ დროს იხსენებს.
იმ ტკბილ და ამავდროულად საოცრად მწარე დროს.
მთელი შენობა დამწვარია,თუმცა კიმის კაბინეტი ხელუხლებელივითაა. მას არაფერი დამართნია.
გოგო შიგნით შევიდა და იქაურობა მოათვალიერა.თაროებზე წიგნები ლამაზად ეწყო,რომელსაც მაგიდის მსგავსად,მტვერი დასდებოდა.
-როგირც ჩანს,აქ იმ დღის მერე არავინ ყოფილა - ჩაილაპარაკა თავისთვის და იქაურობის დათვალიერება განაგრძო.
YOU ARE READING
Caim
FanfictionIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚