15.Fucking Little Thing

493 85 32
                                    

ღამეა.

გარეთ ერთი ლამპიონიც კი არ ანათებს და გარშემო სამარისებური სიჩუმეა. ასეთი სიჩუმე მხოლოდ მაშინ წვება,თუ რაღაც საზარელი,საშიში და შემაძრწუნებელი უნდა მოხდეს. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ არის,მაგრამ საკმარისია ცოტა გაიარო,რომ ისეთ ადგილას აღმოჩნდები სადაც მუდამ სინათლე,მიხარულება,მუსიკა,ალკოჰოლი და ნარკოტიკებია.

რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც არ არის საჭირო,რომ მასეთ ადგილას მოხვდე.

იქაურობა სრულიად განსხვავებულია.

მოცეკვავე ახალგაზრდები თუ ბებრები ერთმანეთში ირევიან. ოთახი ალკოჰოლის,სიგარეტის და ნარკოტიკის სუნად ყარს. მწვანე ნეონის განათების ფონზე,იასამნისფერი და ლურჯი იკვეთება. ზოგი ცეკვავს,ზოგი ზასაობს, ზოგი უბრალოდ სვამს, ეწევა, თუნდაც იჩხირავს ან უბრალოდ ზის და გარემოს აკვირდება.

აქაურობა მრავალფერივანია. სიბნელეში მაინც ჩანს,თუ რა ფერისაა კლუბი დღის სინათლეზე.

ყველანირ ადამიან ნახავთ აქ. როგორც ჩვეულებრივს,ისე ემოს,როკერს,გეის,ლესბოსელს,მდიდარს,ღარიბს,პატიოსანსა თუ გარყვნილს.

ამ დაწესებულებაში არასრულწლოვნებსაც შეეძლოთ შემოსვლა,ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ზუსტად ამის გამო იყო,რომ ბავშვები უჩინარდებოდნენ და არავინ იცოდა მათი ამბავი,გარდა კლუბის მეპატრონესი.

კლუბში პროსტიტუცია,პედოფილია და ნარკოტიკებით ვაჭრობა უმაღლეს დონეზე იყო. აქ თავიაყფლად შეეძლო 60წლის დაჩაჩანაკებულ კაცს ერთი უბრალოდ,არასრულწლოვანი გოგო გამოეყენებინა და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვდა.

აქაურობა ეშმაკის სახლი იყო,აქ სიწმინდე არ არსებობდა.

ალექსანდრას და ჯეჰიონის სამიზნე ერთი მოხუცი კაცი იყო,რომელიც სინამვილეში არც ისე მოხუცი აღმოჩნდა როგორიც ეგონათ რომ იქნებოდა.  ეს კაცი ამ კლუბის ხშირი სტუმარი იყო,რადგან მოსწონდა უბიწო გოგოები,რომელბსაც აქ ხშირად ხვდებოდა.

CaimWhere stories live. Discover now