-რა ქენი? - ისმის ჯემინის ყვირილი. ბიჭი გაკვირვებული სახით უყურებდა სანდრას და მის მონაყოლს ვერანაირად იჯერებდა.
-რაც გაიგე ჯემინ - თვალებს ატრიალებს გოგო და ჩუმად ხითხითებს.
-ეს როგორ ქენი,მითუმეტეს მაშინ,როცა იცი რომ ეზიზღები - პირს თევზივით აღებს,რომელიც წყლიდან ძალით ამოიყვანეს.
-მაგრამ მანაც მაკოცა,ანუ არ ვეზიზღები ხომ? - ცალ წარბს იმედიანად წევს.
-ნუ,როგორ გითხრა....
-იმაზე ნაკლებად ეზიზღები ვიდრე იმჩნევს - ისმის ჩუმი,მისუსტებული ხმა.
ორივე ფეხზე დაფეთებული ხტება და საწოლზე მწოლიარეს უყურებს,რომელიც სუსტად,მაგრამ მაინც იღიმის. თმა შუბლზე ჩამოფხატვნოდა და ხედვის არეს უფარავს,მაგრამ თვალებზეც ეტყობა ფოსიები,რომელიც ღიმილის დროს ჩნდება.
-ღმერთო ჩემო - ამოთქვამს გოგო და საწოლს ეჭრება. აკანკალებულ ხელს კიდებს ბიჭის ხელს და მთელი ძალით უჭერს - გაიღვიძე,აქ ხარ - ხმაში საოცარი შვება ეტყობა და ცდილობს ცრემლები შეიკავოს.
-აქ ვარ ნუნა და არსად წასვლას არ ვაპირებ - ჩუმი ხმით ამბობს ბიჭი და თვითონაც უჭერს სუსტად,შემდეგ კი ხელს წევს და სახეზე ნაზად უსვამს - რთული იყო ჩემ გარეშე?
-მართლა გაიღვიძე? - ოთახში ჯონი და ვინი შემორბიან,უკან კი ჯემინი მოყვებათ,რომელმაც როგორც ჩანს, ამასობაში მათ დაუძახა.
-გამარჯობა - ხითხითებს ბიჭი და უარესად ეცინება,როცა მათ შეშფოთებულ სახეებს ხედავს,მაგრამ ტკივილისგან იმანჭება.
-ფრთხილად - მზრუნველი ხმკთ ეუბნება სანდრა.
-ახლავე გაგსინჯავთ - საქმიანი ტონით,ცივად ამბობს ვინი და ინსტრუმენტებს იღებს,რათა საქმე შეასრულოს.
-დაგტოვებთ - ამბობს გოგო - პატარავ,დასვენება გჭირდება და მოგვიანებით მოვალ,კარგი? ძალები აღიდგინე.
YOU ARE READING
Caim
FanfictionIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚