-ადგომას არ აპირებ? - ესმის გოგოს ჰეჩანის მაღალი ოქტავობის ხმა და გაღიზიანებული ოხრავს.არ უყვარს,როცა დილას აღვიძებენ.-თავიდან მომწყდი - ჩუმად ცრის სიტყვებს,თუმცა ბიჭს მაინც ესმის.
-ადექი,თეიონი გვიბარებს.ნუ,თქვენ გიბარებთ - ეუბნება თუ არა,ოთახიდან გადის და გოგოს მარტო ტოვებს.
სანდრა საწოლზე ბუზღუნით ჯდება და თვალებს ისრისავს,სინათლეს აჩვევს მხეველობას.ცოტახნიანი ჯდომის შემდეგ, დგება და რაც პირველი ხელში ხვდება იმას იცვამს,არც აკვირდება მისია თუ ჯისონის.
კიბეებზე ჩასვლისას მთქნარებას ვერ იკავებს და რაც შეუძლია დიდზე აღებს პირს.
მისაღებში შესულს ბიჭები 'დივანზე' მჯდარი ხვდებიან და,როგორც ყოველთვის,ყველას ჩაფიქრებული გამომეტყველება აქვს.-რა ბაბაიაგას გავხარ - მის დანახვაზე ეცინება ჯეჰიონს და ყველანაირად ცდილობს ბოლო ხმაზე არ გადაიხარხაროს.
-რა გეგონათ,როცა ამ დილაადრიან მაგდებით ფეხზე,პრინცესა ვიქნებოდი თქვენი აზრით? - ცინიკურად კითხულობს და ლუკასს გვერდზე უჯდება.
-მოკლედ - იწყებს თეიონი და ყველას ყურადღებას იქცევს - ახალი მისია გაქვთ.
-გისმენთ - ყურადღებით ამბობს გოგო. უკვე მზად იყო,ბოლოს და ბოლოს,9 თვეა ამ ბანდაშია და ჯერ მისიაზე არ ყოფილა,ამბობდნენ რომ საკმარისად გაწვრთნილი არ იყო.
-ერთი კომპანია პრობლემებს გვიქმნის.
-რომელი კომპანიაა? - კითხულობს საქმით დაინტერესებული იუტა.მიუხედავად იმისა,რომ ლიდერთან ახლოს იყო,ისიც ახლა გებულობდა საქმის დეტალებს,როგორც ჩვეულებრივი წევრი.
-პაკ კორპორეიშენი,ცნობილი კომპანიაა
-რაში მდგომარეობს პრობლემა?
-ეგ და კანგ კორპორეიშენი ერთად მოქმედებენ,საქმეებს გვიფუჭებენ და უკვე ზედმეტი მოსდით. პირველ რიგში,კანგების დაკარგული ქალიშვილით უნდა დავიწყოთ. თან როგორც იცით,კანგებთან გამოცდილება გვაქვს.
YOU ARE READING
Caim
FanfictionIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚