-იმედი მაქვს ყველაფერი გახსოვთ - ჩურჩულებს ალექსანდრა,რადგან კედლები ექოს გამოსცემს და არ უნდა მისი აქ ყოფნა გასცეს.
-ეს თვითმკვლელობაა - სისინებს ლუკასი მათ ზურგს უკან - თვითმკვლელობაზე მივდივართ.
-სამაგიეროდ ან ყველაფერს დავასრულებთ,ან აქ მოვკვდებით - პასუხობს ჯენო - ასეთ ცხოვრებას კი,სიკვდილი მირჩევნია.
ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში არიან,რომლის ირგვლივ არაფერი არ არის. დღეს თეიონს და კანგს შეხვედრა აქვთ,ამიტომაც მოვიდნენ აქ ყველაფრის გასარკვევად. ირგვლივ წყვდიადია გამეფებული,სიკვდილის სუნი დგას. ყველას ეშინია,მაგრამ არ იმჩნევენ.მათი თითოეული ამოსუნთქვა შიშის და პანიკის სუნად ყარს,საკითხავია თუ ამჩნევენ ამას.
შავები აცვიათ და თითოეული მათგანი მზადაა ბრძოლისთვის. იარაღი ქამარში ყველას უდევს გოგოს გარდა,მას დანები აქვს ბარძაყებზე მიმაგრებული სპეციალური ჩასადებით. ალექსანდრას შავი თმა აწეული აქვს,თვალები ადრენალინისგან უბრწყინავს და ძალიან ლამაზია. ჯენო უყურებს და ამაყობს,რომ ის მისია.-რა თქმა უნდა - უმოწმებს ლუკასი,რომელიც თავს თანხმობის ნიშნად გამალებით აქნევს.
-იმედია ბავშვები უსაფრთხოდ არიან - ჩუმად ამბობს ჯეჰიონი და ამით გოგოს ყურადღებასაც იმსახურებს - არ ვიცი მათი სახლში დატოვება კარგი აზრი იყო,თუ არა.
-აქ უფრო საშიშია,მერწმუნე - მტკიცედ ამბობს სანდრა - თან ჩვენ რის გაკეთებასაც ვაპირებთ,ის არ უნდა ნახონ და შეიძლება დაშავდნენ კიდეც,არ მიღირს.
-ალბათ მართალი ხარ - ჩუმად ეუბნება ჯეჰიონი და შავ თმას,რომელიც სახეზე ლამაზად აქვს ჩამოყრილი ისწორებს.
-მადლობა,რომ არ წახვედით და გვერდში გვიდგახართ - მიმართავს ჯონის და ვინვინს - რაც მეტნი ვართ,მით უფრო გაგვიმარტივდება მათი დამარცხება.
-ამ ბრძოლის შემდეგ წავალთ,აქ გაჩერებას არ ვაპირებთ - ცივად,მაგრამ მაინც სითბოთი პასუხობს ჯონი და გოგოს უყურებს. ორივეს მზერაში პანიკა და შიში იკითხება,თუმცა ალექსანდრას თვალებში ფარული აღტაცებას და სიხარულიც ჩანს.
YOU ARE READING
Caim
FanfictionIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚