-შენი აზრით შევძლებთ რამის გარკვევას? - ჩურჩულით ეკითხება ალექსანდრა - აქ მოსვლით შეცდომა ხომ არ დავუშვით?
-თუ ვერაფერს გავიგებთ,ჩათვალე თვითმკვლელობაზე მივდივართ - დაძაბული სცემს პასუხს ჯენოც და ანიშნებს,რომ საუბარი დასრულებულია.
შუაღამეა და შესანიშნავი დროა საქმის გასაკეთებლად. ისინი კანგის კომპანიაში შევიდნენ,რაც არ გასჭირვებიათ დაცვის სიმცირის და უყურადღებობის გამო,ახლა კი ყველანაირად ცდილობენ ბატონი კანგისგან ამბების გაგებას,მაგრამ ჯერ-ჯერობით მის კაბინეტში სიწყნარეა.
ორივე კართანაა ატუზული და დაძაბულები არიან,თითოეულ ამოსუნთქვას უსმენენ და ყოველი შემთხვევისთვის შეიარაღებულნიც არიან.მოულოდნელად კაბინეტიდან მოგუდული ყვირილის ხმა ისმის და ერთმანეთს დაინტერესებული მზერით ათვალიერებენ.
-ესეიგი იპოვეთ არა? - კაცს ხმაში სიხარული ეტყობა - მაგ ძუკნამ რამე რომ გაარკვიოს,ჯოჯოხეთში გამგზავნის და დამღუპავს - ცოტახანს სიჩუმეა,ალბათ მეორე მხარეს მყოფს ესაუბრება - ჩემი ქალიშვილისგან არაფერი ისმის? დიდი ხანია არ დამკავშირებია - ისევ სიჩუმე წვება - არა,არც თეიონისგან არის სიახლე. ბოლოს რომ ვესაუბრე,მითხრა რომ ჯერ პრობლემები აქვთ - მეორე მხირდან პასუხს სცემენ და ამასობაში კაცს სუნთქვაც უჩქარდება - კარგი კარგი,გასაგებია.
ჯენო და ალექსანდრა ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებენ და სახეზე გაოგნება აწერიათ. თეიონი? შეუძლებელია ეს შეცდომა იყოს,რადგან ეჭვები თავიდანვე ჰქონდათ,ამიტომაც არ ენდობოდნენ ლიდერს.
-ჩვეულებისამებრ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს ერთ კვრაში ძველ ოფისში - ხელახლა ალაპარაკდა კაცი - არ ვიცი გესმის? ყველაფერი გააკეთე,რომ ჩემი საქმეების შესახებ არ გამჟღავნდეს და მხოლოდ თეიონს მოხვდეს,გასაგებია? - მკაცრად ჰკითხა მეორე მხარეს მყოფს - არ მაინტერესებს,მთავარია მე გამოვძვრე - ამბობს და ხმამაღალი ხვნეშის ხმა ესმის,შემდეგ კი სიჩუმე წვება.
YOU ARE READING
Caim
FanfictionIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚