-შენი აზრით, რა ჯანდაბას აკეთებ? -
ესმის ყვირილის ხმა.უკან გახედვაც კი არ არის საჭირო იმის მისახვედრად,თუ ვის ეკუთვნის ეს ხმა. ამ ხმას მილიონში გამოარჩევდა. ის ხომ იმას ეკუთვნოდა,ვინც მთელი გულით უყვარდა და აფასებდა,მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ახლა არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
-ჩამოდი იქიდან,რას აკეთებ თქო?
-რა აზრი აქვს ჩემ სიცოცხლეს თუ ვისაც ვენდობი და მიყვარს,უკან იგივეთი არ მპასუხობს? - მთელი ხმით ყვირის მეორე და ცდილობს ხმაში ის ტკივილი არ დაემჩნეს,რასაც განიცდის.
-ნუ სულელობ და ახლავე ჩამოდი იქიდან
-ჩემი არ გჯერა. დღემდე ყველაფერში მე მადანაშაულებ და გინდა,რომ ამით სიცოცხლე გავაგრძელო?
-და მერე ამით რა? გინდა რომ დანაშაულის გრძნობით ვიცხოვრო მთელი ცხოვრება და თავი დავიტანჯო?
-მე...
-არ მეგონა ასეთი სუსტი თუ იყავი,არ მეგონა აქამდე თუ დაეცემოდი.
-შენ მაიძულე და კიდევ აქეთ მადანაშაულებ? - ხმას უწევს მეორე და ნელ-ნელა უკან იხევს,სიკვდილი არ უნდა,ეშინია.
-თუ შენზე გავლენის მოხდენა ასეთი მარტივია....
-როცა გიყვარს,ყველაფერი მარტივია. განა არ იცოდი?
-ძალიან ცდები თუ ფიქრობ,რომ ამის შემდეგ ჩვეულებრივად გავაგრძელებ შენთან ურთიერთობას.
-მე წავალ თქვენგან და აღარ შეგაწუხებთ.
-ბანდიდან წასვლა არ შეგიძლია,მოგკლავენ - ხმაში შიში ეტყობა პირველს.
-ვერაფერს მიზამენ,რადგან ბანდიდან არ მივდივარ - ეწინააღმდეგება - მხოლოდ სახლიდან გადავალ,ოღონდ შენ არ შეგაწუხო.
-რატომ სულელობ?
-იმიტომ,რომ მიყვარხარ და ის უკანასკნელი 6 თვე,რომელიც შენგან იგნორირებაში და საკუთარი თავის დადნაშაულაბში გავატრე, დამღლელი აღმოჩნდა და მეტის გაძლება არ შემიძლია.
YOU ARE READING
Caim
FanfictionIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚