-ალექსანდრა,დაწყნარდი - ეუბნება ჯემინი,მაგრამ გოგო თავს ტირილით აქნევს და იქვე იცეკება - დაწყნარდი,კარგად იქნება გესმის?
-მაგრამ ის....ის...
-პანიკას არ აყვე,დაწყნარდი - ახლა ჯენო იღებს ხმას და გოგოს დამშვიდება უნდა,თუმცა უკან იხევს. არ უნდა,რომ მისი შეხებით უარესი ტკივილი მიაყენოს.
-შესანიშნავი ექიმები გყავს აქ სანდრა,მიხედავენ - ჯეჰიონი ამშვიდებს და იხუტებს.
გოგოც ძალა გამოცლილი ეყრდნობა ბიჭს და სისხლიან ხელებს მაისურზე უსვამს. ამდენი ხნის შემდეგ პირველად მოკლა ადამიანი,მაგრამ ამის გასააზრებლად დრო არ დაუტოვეს და ახალი საფიქრალი გაუჩინეს
-ხომ კარგად იქნება? - სასოწარკვეთილი ისმის მისი ხმა ოთახში.
ბიჭები ერთმანეთს უყურებენ და ვერ ხვდებიან გოგო ასეთ მდგომარეობაში რატომაა,მაგრამ ჯემინს და ჯენოს ესმით.
-გპირდები რომ კარგად იქნება - ამბობს ჯონი და ბიჭი,რომელიც დაჭრილია ხელში ნაზად აჰყავს - მასზე პირადად მე და ვინი ვიზრუნებთ.
-ჩვენი იმედი გქონდეს ალექსანდრა,უვნებელს დაგიბრუნებთ - პირობას აძლევს ვინი და ჯონის მიყვება,რომელმაც ოთახი ეს-ესაა დატოვა.
-მას რომ რამე დაემართოს...მას რომ...
-ნუ ფიქრობ ცუდზე - აწყვეტინებს წინადადებას ჯენო - რა გვასწავლეს?
გოგო გაკვირვებული უყურებს ბიჭს და ვერ ხვდება რაზე ეუბნება.
-ჯენო მართალია სანი,რა გვასწავლეს აკადემიაში? - ჯემინი მალევე ხვდება ჯენოს ჩანაფიქრს და ცდილობს გოგოსაც გაახსენოს.
-ის,რომ არასდროს დავნებდეთ და კრიტიკულ სიტუაციაშიც პოზიტიურად ვიაზროვნოთ,რადგან ამაზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული - ამბობს ფიქრის შემდეგ.
-მართალია. და შენი აზროვნება პოზიტიურს გავს?
-არა - ჩუმად ღულღულებს და ჯეჰიონს ნაზად შორდება - ჩვენს... ოთახში ვიქნები.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Caim
Hayran KurguIts a Caim,Circle Of Protection. ///ფიკი თავიდან ბოლომდე დასაედითებელია,ამიტომ მომიტევეთ შეცდომები 💚