14. Past is your motivation

531 79 34
                                    

სიბნელეა. ირგვლივ სულიერის ჭაჭანება არ არის.

მდიდრული სახლი სიბნელეში ისე ლამაზად ანათებს,თითქოს კოსმოსიდანაც უნდა ჩანდეს.

სახლში სილუეტები ირევიან.
კაცს ხელში ღვინის ჭიქა უჭირავს და ნელ-ნელა წრუპავს,ცოლი მასაჟსს უკეთებს. ერთი ჩვეულებრივი ცოლ-ქმრის საღამოა,როცა ქმარი სამსახურიდან დაღლილი ბრუნდება. ცოტა ხანში ოთახში ახალგაზრდა ქერა გოგო შემოდის და კაცს ლოყაზე კოცნით ესალმება,ქალს კი ნაზად ეხუტება.

ეს ყველაფერი ყალბია. მათ ქმედებაში თუ კარგად დააკვირდებით,შენიშნავდით ეშმაკობას და სიცივეს,რომელიც სიყვარულის და სითბოს არ ქონითაა გამოწვეული.

კაცი მოულოდნელად ფეხზე დგება და გოგოს მთელი ძალით არტყამს,შემდეგ კი როგორც ჩანს ოთახის დატოვებას უბრძანებს,რადგან გოგო ტირილით გარბის.

ეზოში მდგარ ხეზე შემომჯდარი გოგო თავს აქნევს და უფრო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას. რას არ მიცემდა,რომ მათი საუბრის მოსმენა შესძლებოდა. ნეტავ რაზე საუბრობენ ასე გაცხარებით? ნეტა რას განიხილავენ ასე ცხარედ?

კიდევ დიდხანს ზის ხეზე და მოვლენებს აკვირდება,საბოლოოდ კი მაშინ მიდის როცა იძინებენ.

გზაში ნანახის გააზრებას ცდილობს და ერთადერთი რაც აზრად მოსდის ის არის,რომ კაცი რაღაცას გეგმავს. რაღაც საშინელს.

ფიქრებიდან ზარის ხმას გამოყავს და ტელეფონს იმწამსვე იღებს,არ სიამოვნებს მისი ხმამაღალი ხმა.

-მოკლედ, ახალი ამბები მაქვს - იწყებს ბიჭი და ხმაურიანი ადგილიდან შედარებით წყნარში ინაცვლებს.

-ამოღერღე.

-სოლგიზე რაც მთხოვე ყველაფერი მოვიძიე და გავქექე,მაგრამ არაფერია.

-სულ არაფერი?

-ერთადერთი რისი პოვნაც შევძელი იყო ის,რომ ადრე რომელიღაცა ბანდაში იყო,მაგრამ წამოვიდა.

CaimWhere stories live. Discover now