16.Tiger

462 78 51
                                    

-რას აკეთებ?

-შშშ,არ გააღვიძო დანარჩენები.

-კი მაგრამ...

-გითხარი გაჩუმდი თქო,როგორც იქნა იდეალური დრო ჩაგვივარდა ამის გასაკეთებლად და გინდა მოსიარულე სიკვდილის მანქანები გააღვიძო? - ჩურჩულით უყვირის მეორეს და როგორც იქნა საჭირო ოთახს აგნებს - და რაღა მაინცდამაინც ამ ოთახში მოგინდა დაძინება შე ბოზო - სისინებს პირველი მას შემდეგ რაც კარს აღებს.

ოთახში სიბნელეა და თანაბარი სუნთქვის ხმა ისმის,რაც იმას ნიშნავს რომ წყნარად სძინავთ და არ გაეღვიძებათ.

-რატომ დაგვაბარა ბოსსმა ასეთი რამ ჩვენ,როცა თვითონაც....

-ეგ იმას კითხე როცა ნახავ,ახლა კი გაჩუმდი,სიკვდილი მოგინდა? - ეჩხუბება და კარადისკენ მიდის,სადაც მისი ინფორმაციით ის უნდა იყოს,რაც მის უფროსს ჭირდება.

-იპოვე რამე?

-არა - იღრინება და  ძებნას აგრძელებს,თუმცა უშედეგოდ - აქ არ არის,წავედით.

მოულოდნელად შრიალი ისმის და ორივე დაფეთებული ტრიალდება საწოლისკენ,სადაც წამომჯდარი ადამიანი თვალებს ისრესს და დაბნეული იყურება.

-ვინ არის აქ? ჰიონ,რომელი ხარ?  - ჩახლეჩილი ხმით კითხულობს და როცა უკვე სრულიად ფხიზლდება ნანახის გამო ადგილზე შეშდება - ნუნა,ნუნა გაიღვიძე - კივის ბოლო ხმაზე,თუმცა დაუპატიჟებელი სტუმრები უკვე თავქუდმოგლეჯილები გარბიან ოთახიდან.

-რა ხდება ჯისონ? - სწრაფ რეაგირებას ახდენს გოგო და დანით ხელში უკვე ფეხზე დგას.

-აქ ვიღაცეები იყვენენ ნუნა,გაიქცნენ - ბიჭმა წინადადება დაამთავრა თუ არა გოგო უკვე მათ დასაჭერად გარბის.

სახლში არცერთი არ არის,ეზო გადააბრუნა და მანდაც ვერ იპოვა. გაექცნენ. დანას გამწარებული იქნევს და მიწაში არჭობს. ზუსტად ამ დროს,ქვემოდან ნათება თვალს ჭრის და ნივთის ასაღებად იხრება. ხელში პატარა კულონი რჩება,რომელზეც ვეფხვია გამოსახული.

CaimWhere stories live. Discover now