17.I still Love You

428 78 19
                                    

ალექსანდრა გამწარებული აბრახუნებს ჯენოს კარზე,რადაგან უამრავი კითხვა აწუხებს. უნდა გაიგოს პასუხები და იცის,რომ ბიჭს ის აქვს.

ქალბატონი დიდან დაბრუნების შემდეგ ერთი სული ქონდა ბიჭს დალაპარაკებოდა,მაგრამ ის სახლში არ დახვდა,ამიტომ იძულებული გახდა დილამდე მოეცადა და აი ახლა,მისი კარის წინ გამხეცებული დგას.

-რა ხდება,ვინმე კვდება? - კარი თმააჩეჩილმა ბიჭმა გააღო.

-სალაპარაკო გვაქვს - გამოცრა კბილებს შორის და კარი ფეხით მიხურა - კითხვები მაქვს და შენ უნდა მიპასუხო.

-ხო არა? - ირონიულად ჩაიცინა ჯენომ.

-გეყოფა ეს ფარსი ჯენო,არ დაიღალე?

-ფარსით? მე თუ შენ ჰუჰ?

-თავს ნუ ისულელებ. არ გაქვს ასე მოქცევის საბაბი,რადგან რაც იმ ფურცელზე ეწერა ტყუილია და ეს შენც იცი.

-რატომ ხარ ეგეთი დარწმუნებული? მე ხომ განახე იმის მტკიცებულება,რომ იქ დაწერილი ყოველი სიტყვა სიმართლე იყო?

-ეგ მტკიცებულება არ არის ჯენო - ოხრავს გოგო და ბიჭის აბურდულ საწოლზე ჯდება.

ოთახს თვალს ავლებს და სულაც არ უკვირს,რომ იქაურობა ყველანირად სუფთაა. აკადემიაში წესრიგსს ასწავლიდნენ და მიაჩვიეს კიდეც. ოთახი მუქ ფერებში იყო გამოწყობილი.კარზე კი  ლამაზად იყო მათი ბავშვობის დროინდელი სურათი,სადაც სამივე ბედნიერი იცინის.ჩუმად ეცინება. იცოდა,რობ ბიჭი ვერ შეიძულებდა.

-სანდრა...

-მიპასუხე,რატომ მოკალი მისტერ კიმი? -  პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

-საიდან...

-ქალბატონმა დიმ მითხრა.

-მასთან იყავი?

-ვიყავი და პასუხებიც მივიღე.

-რა პასუხები?

-ის რომ მარტო მე არ ვარ ხანძარში დამნაშავე და ისიც გავიგე თუ რატომ გაჩნდა საერთოდ ხანძარი.

Caimحيث تعيش القصص. اكتشف الآن