დღე უცნაურად დაიწყო. ჰარისთან ერთად მეძინა წინა ღამეს დილით კიდევ ისევ ჩემს გვერდით იყო სანამ არ დაურეკეს. როდესაც გავიდა ცოტახანი კიდევ ვიწექი შემდეგ დამოუკიდრბლად გამოვიცვალე ტანსაცმელი და დაველოდე ანეს,რომ ქვემოთ ჩავსულიყავით.
ის მალევე შემოვიდა ჩემს ოთახში, როდესაც კბილები გავიხეხე და ქვემოთ ჩასვლაში დამეხმარა ცალი ხელით მოაჯირს ვეყრდნობოდი მეორეთი ანეს ხელს.მართლა პატარა ბავშვივით დავდოოდი. ეს უკვე მეორე მცდელობაა კიბეებზე ჩასვლის და უნდა ვთქვა,რომ წინა მცდელობას ბევრად სჯობს.
როდესაც პირველ სართულზე ჩავაღწიეთ ჰარი მისაღებ ოთახში ტელეფონზე საუბრობდა.მისი ხმა არ ისმონდა მიხურული კარების გამო მაგრამ ეტყობოდა,რომ რაღაცაზე გაღიზიანებული იყო. სიბრაზისგან შუბლზე რამოდენიმე ნაოჭი გასჩენოდა ხელს თმაში იცურებდა.
ყურადღება აღარ მივაქციე და სამზარეულოში გავყევი დედამისს.
კი ძალიან გემრიელი საუზმე ჰქონდა ჩემთვის მომზადებული მაგრამ ჭამის მადა არ მქონდა. არ ვიცი რატომ უბრალოდ არ მინდოდა.
პირველად ვამბობდი ანეს იდეალურ საუზმეზე უარს.
ჰარი შემოვიდა, ყურადღება არ მიმიქცევია მაგრამ ვიგრძენი როგორ მომაშტერდა რის გამოც ომლეტის ჩანგლით წვალება დავიწყე.
-ჭამე და ნუ თამაშობ!- უხეშად მითხრა რაზეც გაკვირვებულმა ავხედე. წარბები შეკრული ჰქონდა ხან მე ხან ჩემს თეფშს უყურებდა.
-არ მშია.- მშვიდად ვუპასუხე და ისევ გავაგრძელე ომლეტის "ძიძგვნა". წამებში წამართვა,ჺ0
საჭმელი ურნაში ჩაყარა თეფში კიდევ უხეშად ჩააგდო ნიჟარაში რაზეც შიშისგან უნებლიედ დავიკივლე.
ანე შემოვარდა შეშინებული ჩანდა.
-რა მოხდა?
-არაფერი უბრალოდ თეფში გატყდა.- უპასუხა ჰარიმ.
-ვერონიკა უკვე ჭამე?- ანემ მკითხა და მხარზე ნაზად მომეფერა.
-არა არ უჭამია.- ისევ ჰარიმ გასცა პასუხი.
-მე მაქვს ენა და შემიძლია ვუპასუხო.- მობეზრებით ავხედე ჰარის რაზეც გაიცინა.
-ვიცი, რომ გაქვს თან ძალიან კარგად.- მინდოდა მისი სახიდან ეს აუტანელი ღიმილი ჩამომეგლიჯა. რა დავუშავე ასე რო მეუხეშება? ალბათ კოცნის გამოა ასე.თუმცა მან მაკოცა მე არაფერ შუაში ვარ.
-ჰარი რატომ ესაუბრები მას ასე?
-არ აქვს მნიშვნელობა.
-როგორ არ აქვს ვერ ატყობ,რომ სწყინს?
-და რა რო სწყინს, ტირილით ოთახში გაიქცევა?- დამცინავად შემომხედა რაზეც მართლა მინდოდა აქაურობის ტირილით დატოვება.ან იმ ლამაზ სახეში სილის გაწვნა მაგრამ არცერთი შემეძლო ჩემი ხეიბრობის გამო რაც მან გარკვევით აღნიშნა რამოდენიმე წამის წინ.
დამცირებულად ვიგრძენი თავი ამიტომაც დაბლა დავიხედე. მართლა საშინელი გრძნობა იყო მისგან ასეთი სიტყვების გაგონება. თავს ზედმეტად ვგრძნობდი,არაფრის თქმაც არ შემეძლო. მე მის სახლში ვიყავი მის ტერიტორიაზე.
-ჰარი არ ვიცი რა გჭირს მაგრამ უმჯობესია წახვიდე. მალე ქონორი მოვა და მასაც არ ეუხეშო მეშინია.
-დედა კარგი რა. ან რატომ არ მეკითხებით როდესაც ვიღაც მოდის? ყოველთვის ასე ხდება. სახლში ვიღაც მოდის და მე არც კი ვიცი, უბრალოდ გამაფრთხილეთ მაინც.
-ხოდა ახლა გაფრთხილებ, ან წადი ან ნორმალურად მოიქეცი. მეორედ ვერონიკასთან ასეთი უხეში აღარ იყო გასაგეია!- ანე ასეთი გაბრაზებული პირველად ვნახე. მაგრამ ჰარისაც ვერ შევედავები, აშკარაა ის ფაქტი,რომ აქ ზედმეტი ვარ ჩემი მეგობრები ან შეყვარებული ხო საერთოდ.
ჰარიმ მალევე დატოვა სამზარეულო. ანეს დახმარებით ისევ ოთახში დავბრუნდი, საწოლის შუაში ვიჯექი და ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები.
საერთოდ რატომ მივეცი უფლება,რომ ეკოცნა?
თუ ჰგონია,რომ მე მისი სათამაშო ვარ და ძალიან ცდება.
![](https://img.wattpad.com/cover/183901720-288-k725630.jpg)
YOU ARE READING
Bad Romance H.S(დასრულებულია)
Fanfictionდიდი ავტო კატასტროფის შემდეგ ვერონიკა ემბრიჯი ახალ ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. ჰარი სტაილსი რომელიც ერთ დროს მისი დიდი სიყვარული იყო გაქრა. მისი გონებიდან დაიკარგა ყველა წამი რაც მასთან ერთად ჰქონდა გატარებული ბედნიერი თუ სევდიანი.