Chapter 29

1.3K 104 34
                                    

ჰარი, როდესაც დაბრუნდა ბევრი პროდუქტი მოიტანა,მაცივარი სულ გამოტენა. ვერ ვხვდები ამდენი რაღაც რაში სჭირდება.
-სტუმრები უნდა მოვიდნენ დღეს?
-ამ..არა?-დაბნეულმა გაიცინა.-ვიფიქრე, ერთ დღეზე მეტხანს თუ დარჩება..საჭმელი იყოს სახლში თქო.-მხრები აიჩეჩა,რამოდენიმე პროდუქტი დაიტოვა მაგიდაზე და მზადება დაიწყო.
-რას აკეთებ?
-შენს საყვარელს,მაკარონს კრევეტებით.ცოტა დიდი ხანი მოგიწევს მოცდა. სანამ ცომს მოვზილავ,ფორმას მივცემ,მერე კრევეტებს გავასუფთავებ და ა.შ.
-დაგეხმარო?
-კარგი..-გამიღიმა და მწვანილი მომაწოდა,რომელიც უნდა გამერეცხა და წვრილად დამეჭრა.
-ესეიგი,გადმოხვალ ჩემთან საცხოვრებლად? ამჯერად მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, ხანდახან ჩემები ჩამოვლენ მოსანახულებლად.-მშვიდად წამოიწყო საუბარი,ერთანეთისთვის არც შეგვიხედავს, რადგანაც არცერთს გვეცალა ამისთვის.
-არ ვიცი ჰარი. დედასთან ჩხუბმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
-რატომ?
-მინდა შენთან შერიგება, მაგრამ თან დისტანციის დაცვას ვფიქრობდი,არ მინდა ჩემს გამო რამეზე შეწუხდე.არაა ადვილი ორსულობა,სულ თავბრუ მეხვევა,ღებინების შეგრძნებაც მაქვს..არ ვიცი შემდეგ რა შეიძლება იყოს.
-მაგას როგორმე გავუძლებთ, დამალვა მაინც არ მოგვიწევს,უკვე იციან ჩვენზე,საშიში არაფერია. მე არ შემაწუხებ თქო რამდენჯერ გითხრა?დისტანცია თუ გინდა, შეგიძლია სხვა ოთახში დაიძინო ხოლმე.-ბოლო წინადადება ოხვრით წარმოთქვა.
-მადლობა ჰარი.-მწვანილი ხის დაფაზე გადავიტანე და ჭრა დავიწყე.
-უბრალოდ მომბეზრდა მარტო ცხოვრება, ადრე მომწონდა, მაგრამ მიგეჩვიე. შენთან ერთად მინდა, თუნდაც სხვა ოთახში დაიძინო.ოღონდ ეგ დროებით..-მომღიმარმა ავხედე, არ შემოუხედავს, მაგრამ მასაც ეღიმებოდა. მწვანილის ჭრის დროს, ვიდრე ჰარის ვუყურებდი დანით თითის გაჭრაც მოვასწარი.
-ჯანდაბა!-ამოვიოხრე.
-რა მოხდა?-გამოიხედა,სისხლი როცა დაინახა ამოიგმინა.
-ყოჩაღ..მოდი წყალს შეუშვირე.-ვიდრე წყლის ქვეშ მქონდა თითი,ჰარიმ ბამბა, რაღაც მალამო და წებოვანი ლენტი მოიტანა. სკამზე დამსვა,ნაზად გამიმშრალა,შემდეგ ბამბა დამადო გაჭრილზე,რომელიც თურმე სპირტით იყო დასველებული.ჩუმად ამოვიგმინე.
-მაპატიე..-სული შეუბერა ნაზად. წებოვანი ლენტი გახსნა ზედ ცოტა მალამო წაუსვა და თითზე დამაკრო.იმ ადგილას მაკოცა და ამომხედა.
-მალე გაგივლის.-ღიმილით მიყურებდა.
-მადლობა..
-არაფრის,-ლოყაზე მომეფერა, შემდეგ ფეხზე წამოდგა.-მე გავაკეთებ ყველაფერს,შენ უბრალოდ იჯექი.

Bad Romance H.S(დასრულებულია)Where stories live. Discover now