*ერთი თვის შემდეგ*
მე და დედა ვსხედვართ მისაღებ ოთახში და ჩემი სამომავლო უნივერსიტეტის გეგმებს ვადგენთ.
აშშ-ში შტატ ილინოისში ჩიკაგოს უნივერსიტეტი გადავწყვიტეთ ორივემ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შორია ის წინააღმდეგი სულაც არ არის.
ამით მე დამოუკიდებლად ცხოვრების სწავლის შანსს მაძლევს.
-დე შენი აზრით შევძლებ?
-რათქმაუნდა საყვარელო.შენ ეს პროფესია გიზიდავს ასე, რომ ყურადღებით უნდა ისწავლო.
-ადვილი არ არის ფსიქოლოგიის შესწავლა.
-ჯერ კიდევ შეგიძლია სხვა პროფესიის არჩევა საყვარელო.
-ვიცი დედა მაგრამ მე ეს მინდა. მზად ვარ ყველანაირ სირთულეს გავუძლო.აუცილებლად ჩავაბარებ.- თავდაჯერებული
ღიმილით ვთქვი რა დროსაც ჰარი შემოვიდა თავისი საქაღალდეებით ხელში. ღმერთო ჩემო როდის დადგება ის ბედნიერი დღე როდესაც მისი დანახვა აღარ მომიწევს. სწრაფად მინდა წასვლა აქედან.მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაც კი უკვე მაღიზიანებს.-მე ნაილი უნდა ვნახო.საღამოს გნახავ დე.-ლოყაზე ვაკოცე და წამოვდექი.
ჰარის გვერდი ავუარე და ოთახში ავედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად.*ექვსი თვის შემდეგ*
სკოლის დამთავრებამდე ორი დღე დარჩა. ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია.მალე გამოსაშვებიც იქნება
მაგრამ კაბა ჯერ არც კი ამირჩევია.
საშოპინგოდ წასვლას აზრი არ აქვს რადგანაც გუშინ რომელ მაღაზიაშიც შევედი არცერთი კაბა არ მომეწონა.
უფროსწორად კი მომეწონა ერთი კაბა მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა.
დედა მაგდენს ვერ გაწვდება.
გამოწერასაც აზრი არ აქვს..
-ჯანდაბას ისევ მაღაზიებში გავივლი.-ხმამაღლა ამოვიოხრე და წამოვდექი. როდესაც შევბრუნდი ჰარი წარბაწეული მიყურებდა.
-რა..-დაბნეულმა ვკითხე
-არაფერი. რომელ მაღაზიაში აპირებ წასვლას?
-ჯერ არ ვიცი.
-თუ გინდა წაგიყვან.
-არა მადლობა ფეხით მირჩევნია.-გვერდის ავლა ვცადე მაგრამ უეცრად უკნიდან დედას ხმა მომესმა.
-ვერონიკაა როგორ თუ ფეხით წახვალ? გარეთ ნახე როგორ წვიმს.ჰარის გაყევი.
-წამოდი..-დაამატა ჰარიმ და ქურთუკი მომაწოდა.
STAI LEGGENDO
Bad Romance H.S(დასრულებულია)
Fanfictionდიდი ავტო კატასტროფის შემდეგ ვერონიკა ემბრიჯი ახალ ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. ჰარი სტაილსი რომელიც ერთ დროს მისი დიდი სიყვარული იყო გაქრა. მისი გონებიდან დაიკარგა ყველა წამი რაც მასთან ერთად ჰქონდა გატარებული ბედნიერი თუ სევდიანი.