-მე ლიამი ვარ. - თავი გაგვაცნო ბიჭმა რომელმაც რამოდენიმე წუთის წინ გადამარჩინა.
-მე ვერონიკა ეს კი ქონორია. - ჩვენი თავი გავაცანი, ხელი ორივეს ჩამოგვართვა და ქონორს მკაცრი მზერით შეხედა.
-მეგობარო ცოტა ფრთხილად უნდა იყო.ასეთ ლამაზ გოგოს მოფრთხილება უნდა. - ლიამის ნათქვამზე ორივე გავწითლდით.
-კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლიამ. თევზის გამო მას ყურადღება ვერ მივაქციე. -ქონორმა ისევ მის სხეულზე ამაკრო,რომ დამემშვიდებინა ლოყაზე მოვეფერე.
-რას იტყვით ლანჩზე ერთად,რომ წავსულიყავით? აქ ახალი ჩამოსული ვარ და მეგობრები არ მაწყენდა.
-მე თანახმა ვარ.- ლიამმა საპასუხოდ გამიღიმა.
-კარგი იქნება.. - როდესაც სამივე ნაპირზე გავედით შეხვედრის ადგილზეც შევთანხმდით.
-ორ საათში სასტუმროს შესასვლელთან დაგელოდები კარგი?
-კარგი.- ქონორს ლოყაზე ვაკოცე და ჩემს ოთახში ავედი.
პირველ რიგში შხაპი მივიღე,მარილიანი წყალი მთლიანად ჩამოვიბანე სხეულიდან, შემდეგ კაფესთვის შესაფერისი ტანსაცმელი ავარჩიე .
ვიდრე ვემზადებოდი ტელეფონი შევამოწმე,ისევ დედასგან და ნაილისგან იყო დატოვილი მესიჯი.ეგრევე მასთან დავრეკე.
-ეეი დავიწყებულო..-ხმამაღლა დაიძახა რაზეც სიცილი დავიწყე.
-სადმე მიდიხარ?- მის კითხვას თავის დაქნევით ვუპასუხე.
-მე და ქონორი კაფეში მივდივართ.
-ოუ პაემანის პონტში?
-არა ბიჭო. დღეს ერთი ტიპი გავიცანით და მასთან ერთად ვიქნებით.- ნილს მოვუყევი დღეს მომხდარი და სიცილით გასკდა. ჰო ძალიან სასაცილოა ის ფაქტი რამის,რომ მოვკვდი.
-იცოდე დედასთან კრინტი არ დაძრა ამ შემთხვევაზე!
-როგორც იტყვი. -ნაილს კამერა გავუთიშე და ტანზე ჩავიცვი შემდეგ დავენახე და მისგან საპასუხოდ აწეული ცერა თითები მივიღე.
-კარგი ხუთ წუთში უნდა წავიდე გკოცნი ბევრს.- ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე,მანაც იგივე გაიმეორა და ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.ქონორს სასტუმროს შესასვლელთან დავხვდი, ხელი წელზე მომხვია და ლიამის შესახვედრად წავედით.
ის კაფეში გველოდებოდა,
ვაღიარებ ძალიან სიმპატიური ბიჭია,მის დაკუნთულ სხეულს კიდევ შავი მაისური ფარავდა, ცოტა გული დამწყდა.
ჩემს ფიქრები სწრაფად მოვისროლე შორს და მის წინ დავსხედით.
-მიხარია,რომ მოხვედით.- ორივეს საყვარლად გაგვიღიმა.
YOU ARE READING
Bad Romance H.S(დასრულებულია)
Fanfictionდიდი ავტო კატასტროფის შემდეგ ვერონიკა ემბრიჯი ახალ ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. ჰარი სტაილსი რომელიც ერთ დროს მისი დიდი სიყვარული იყო გაქრა. მისი გონებიდან დაიკარგა ყველა წამი რაც მასთან ერთად ჰქონდა გატარებული ბედნიერი თუ სევდიანი.