Chapter 18

1.2K 89 48
                                    

ამ წამს პირველ ლექციაზე მივდივარ.
ოდნავადაც არ ვნერვიულობ.პირიქით მიხარია,კაბინეტში შესვლისას რამოდენიმე სტუდენტი და ახალგაზრდა ლექტორი დამხვდა.
უი.. ნაილიც აქ ყოფილა ზურგით იდგა, ვიღაც გოგოს, რომ ესაუბრებოდა ვერ ვიცანი.
-გამარჯობა.-ახლოს მივედი მათთან.
-გამარჯობა ვერონიკა.-ნაილმა გამიღიმა.-ეს მაიაა.-ნაილმა ის გოგო გამაცნო ვისაც ესაუბრებოდა.
-მე ვერონიკა ემბრიჯი ვარ.-გავუღიმე მაიას.
-მაია სმიტი.-მანაც გამიღიმა.
-სტუდენტებო თქვენი ადგილები დაიკავეთ ლექცია ერთ წუთში დაიწყება.-ლექტორმა მოგვმართა რაზეც ყველა თავის ადგილას დაჯდა.
მე და ნაილი რა თქმა უნდა ერთად დავსხედით.
-ახლების საყურადღებოდ ვამბობ, მე თქვენი ლიტერატურის ლექტორი ზეინ მალიკი ვარ.-როგორი მკაცრი ტონით მოგვმართა,არადა რა სიმპათიურია.
-საყვარელო შენ რა გქვია?-უეცრად მე შემომხედა.წამით ვიფიქრე, რომ ჩემი აზრები წაიკითხა.
-ვერონიკა..ვერონიკა ემბრიჯი.-დაბნეულმა ვუპასუხე.
-ვერონიკა გთხოვ სხვაგან გადაჯექი,არ მომწონს შენი მეგობრის გვერდით, რომ ზიხარ.-გაოცებისგან წარბები მაღლა ავწიე და ნაილს გავხედე. მან მხრები აიჩეჩა, ჩემი ჩანთა ავიღე და სხვა თავისუფალ ადგილას გადავჯექი.
-მადლობა..-ჩაილაპარაკა ზეინმა.

***
ლექცია, როდესაც დამთავრდა ნაილი ეგრევე ჩემთან მოვიდა.
-აუ რანაირი ლექტორია რა..შენს თავს დამაშორა.
-მართალია რა გინდა.აქ სასწავლად ვართ და არა სალაყბოდ.-ნაილმა თვალები დამიბრიალა რაზეც გავეკრიჭე.
-ახლებო ორი წუთით ჩემთან დარჩით.-ვინაიდან ჩემი და ნაილის გარდა დღეს სხვა ახალი მოსწავლე ამ ლექციაზე არ ყოფილა მხოლოდ ჩვენ მივედით ზეინის მაგიდასთან.
-ფსიქოლოგიის რომელ განხრაზე უნდა ისწავლოთ?-გვკითხა მან.
-პათოფსიქოლოგიაზე.-პირველმა მე ვუპასუხე.
-მე ასაკობრივ ფსიქოლოგიაზე..-ნაილის პასუხზე ზეინმა თავი დაგვიქნია.
-ძალიან კარგია. აქ სხვა სტუდენტებს თითქმის ერთი და იგივე განხრა აქვთ არჩეული.
-ნუ..ყველა განხრის სწავლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე ერთიანად ტვინი აგვიფეთქდება..-ჩემს იდიოტურ ხუმრობაზე ორივეს გაეცინათ,მე მხოლოდ გავიღიმე.
-კარგით წადით ახლა.მადლობა დღევანდელი აქტიურობისთვის.-ორივეს ხელი ჩამოგვართვა, შემდეგ წამოვედით.
-ახლა მათემატიკა მაქვს.ასე, რომ უნის შემდეგ გნახავ.-ნაილი გადამეხვია და გაკურცხლა. მე კიდევ ისტორიის კაბინეტისკენ წავედი.
ვინაიდან ჯერ დასვენებაა ცოტაცანი დავრეკავ,დილით დედას ველაპარაკე უკვე, ცოტა ჰარისაც ვესაუბრე..ჯობს ლიამი მოვიკითხო ახლა.ინსტაგრამით დავურეკე თუ არა მალევე მიპასუხა.
-ვერონიკაა,როგორ ხარ?
-კარგად ლიამ შენ?
-მეც კარგად.აუ უკვე ძალიან მენატრები.-მოწყენილმა მითხრა და თავი ბალიშზე დადო.
-მეც მომენატრე.-გავუღიმე.-ისე ასეთ დროს რატომ წევხარ?
-აუ რავიცი დილით სამსახურში არ წავედი და გამოვიძინე.
-მე ლიტერატურის ლექცია უკვე მქონდა..ახლა ველოდები შემდეგს.
-ოუ.. ძალიან კარგია.
-კარგი ლიამ ჯობს დაგემშვიდობო.ხვალ კიდევ დაგირეკავ.-ლიამმა საჰაერო კოცნა გამომიგზავნა, შემდეგ კი გათიშა.

Bad Romance H.S(დასრულებულია)Where stories live. Discover now