Chapter 3

1.7K 104 24
                                    

ერთი თვეა ფეხებ შეხვეული ეტლით ვმოძრაობ, ძალიან საშინელებაა როდესაც სხვაზე ხარ მთლიანად დამოკიდებული. ანეს გარეშე ვერც შხაპს ვიღებ და ვერც საპირფარეშოში ვერ შევდივარ დამოუკიდებლად.
ექიმმა გამსინჯა და წესით დღეს საღამოს უნდა მომხსნან გიფსი, მაგრამ რაღაც პერიოდი მაინც ეტლით მომიწევს სიარული რადგანაც ფეხები ძალიან დასუსტებული მაქვს არამგონია სიარული დამოუკიდებლად შევძლო.
-ფიქრების სამყაროდან დედამიწაზე დაეშვი საყვარელო..- ჰარის ნათვამმა ფიქრები მართლაც გამაფანტინა.დაბნეულმა ავხედე,მიღიმოდა.
-გიხარია დღეს გიფსს,რომ მოგხსნიან?
-რათქმაუნდა.. მაგრამ სიარული გამიჭირდება..
-არაუშავს პატარავ,მე დაგეხმარები. - პატარავ? მან მართლა ასე მომმართა. დეჟავიუ მაქვს. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ადრეც უთქვამს მაგრამ ეჭვი მეპარება.
-პატარავ? - ზედმეტად ხმამაღლა გავიფიქრე.ჰარიმ შემომხედა და ჩაიცინა.
-ჰო არ მოგწონს მასე,რომ გეძახი?
-არ ვიცი ჰარი. ეს ცოტა მეუცნაურა.- მხრები ავიჩეჩე,ისევ გაიცინა და შუბლზე მაკოცა.
-ნამცხვარია მაცივარში.. დედამ იყიდა და მითხრა,რომ შენთვისაც შემენახა.- მორცხვად ვუთხარი,ნამცხვრის ხსენებაზე კიდევ ორივემ ტუჩები გავილოკეთ.შოკოლადის იდეალური ფუმფულა ნამცხვარი.
-მოდი ერთად ვჭამოთ.- მან თავისი წილი გამიყო, ერთი კოვზით ვჭამდით,ეს მომწონდა კიდეც.
-ქონორთან რა ამბები გაქვს?
-არ ვიცი..ამ ამნეზიის გამო ცოტა მიჭირს მისი მონაყოლის გააზრება.საშინელი ადამიანი ვყოფილვარ..-ამოვიოხრე.
-ეგრე არ არის! არ ვიცი შენმა შეყვარებულმა რა გითხრა მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან საუკეთესო იყავი.- მის სიტყვრბზე გამეღიმა,სულ მაწითლრბს ეს კიდევ უხერხულობაში მაგდებს.
-ჰარი დედამ მითხრა,რომ შენი ქორწილის დღეს მომივიდა ავარია.
-ჰო ეს ასეა. ასე,რომ არ მომხდარიყო იმას მოვიყვანდი ცოლად ვინც არ მიყვარს.. როდესაც გავიგე შენს შესახებ იქ ვერ გავჩერდი და ეგრევე შენთან მოვედი მაგრამ შენ უკვე უგონოდ იყავი.-ხმა გაებზარა. შუა საუბრის დროს რამოდენიმეჯერ ჩაახველა თითქოს ტიტილს იკავებდა. მისკენ მივიწიე და ზურგით მივეყრდენი.ცალი ხელი მომხვია ,უკნიდან ნაზად მეფერებოდ თავზე,ისე სასიამოვნოდ ვერც გავიახრე ისე ჩამეძინა მის მკლავებში.

Bad Romance H.S(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora