\\საფინალო თავი//
-ის კარგად იქნება.-ჯეიკობმა ხელი დამადო მხარზე,ძლივს შეკავებული ცრემლები ხელახლა გადმოვიდა თვალებიდან.
-მაგრამ ბავშვი?-ამოვილუღლუღე.
-კიდევ გეყოლებათ, დარწმუნებული ვარ.
-ის ამას ვერ გადაიტანს.
-ნუ სულელობთ!- შეგვიბღვირა შარლოტამ. -ჯერ ექიმის პასუხი არ ვიცით,მოეშალა თუ შეუნარჩუნეს ნაყოფი.-ხმა გაებზარა,ეტყობოდა არანაკლებ ნერვიულობდა, ბავშვზეც და რონიზეც.
-ჰო,ჯერ არ ვიცით. მაგრამ ყველა ვარიანტში,ჯერ შენ უნდა იყო ძლიერი ჰარი, რომ შემდეგ მიხედო მათ.
-ჯეიკობ არ არის ადვილი,იცი მაინც რა საშინელი გრძნობაა, როდესაც საყვარელი ადამიანი საავადმყოფოში გიწევს? ჯერ ავარიის დროს, არ ვიცოდით იცოცხლებდა თუ არა, ახლა როცა თითქმის ყველაფერი რიგზე იყო,დამალვა აღარ გვიწევდა და მალე ბავშვი უნდა გვყოლოდა,ეს ჯანდაბა მოხდა. -ჯეიკობმა თავი დახარა.
-სამწუხაროდ ვიცი, ეს საშინელი გრძნობა. შენ ჩემი ბოსი იყავი, მაგრამ არამგონია გცოდნოდა, ცოლ-შვილი მომიკვდა,ბავშვი მკვდარი დაიბადა,ჩემი მეუღლე კი მშობიარობას გადაყვა. - მთელს ტანში გამაჟრჟოლა.
-არა! მე მას არ დავკარგავ,არც ჩემს პატარას.-თავი დავაქნიე და ფეხზე წამოვდექი.
-სად მიდიხარ?-შარლოტამ ამომხედა.
-იქნებ გავიგო რა ხდება, ვეღარ ვითმენ.
-იქ არ შეგიშვებენ, სჯობს აქ დარჩე.ჯერ მხოლოდ ერთი საათი გავიდა,ექიმი მალე გამოვა.-მართლაც,მალე გამოვიდა ექიმი.
-მისტერ სტაილს!-მასთან ახლოს მივედი.
-როგორ არის?
-დამშვიდდით, ვერონიკა კარგად არის,ასევე თქვენი პატარა გოგონაც.
-გოგონა?-წამოვიძახე.
-დიახ,ნუთუ არ იცოდით.მაპატიეთ თუ სიურპრიზი გავაფუჭე.
-არა,რა ბოდიში. პირიქით მადლობა ყველაფრისთვის.
-არაფრის,ცოტახანში პალატაში გადავიყვანთ და შეგეძლებათ მოინახულოთ.-თავი დავუქნიე,ბედნიერებისგან ტუჩზე ვიკბინე.
-ორივე კარგად არის..
-ჰო,გვესმოდა ჩვენც ექიმის ხმა.-ჯეიკობმა გაიღიმა.
-მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის.-შვებით ამოიხვნეშა შარლოტამ.
![](https://img.wattpad.com/cover/183901720-288-k725630.jpg)
BINABASA MO ANG
Bad Romance H.S(დასრულებულია)
Fanfictionდიდი ავტო კატასტროფის შემდეგ ვერონიკა ემბრიჯი ახალ ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. ჰარი სტაილსი რომელიც ერთ დროს მისი დიდი სიყვარული იყო გაქრა. მისი გონებიდან დაიკარგა ყველა წამი რაც მასთან ერთად ჰქონდა გატარებული ბედნიერი თუ სევდიანი.