რა ჯანდაბაა!-ფეხზე წამოვდექი და ფანჯარასთან ახლოს მივიწიე.
ვერონიკა და ლიამი? ლიამი და ვერონიკა? ის რა, მას კოცნის?! ქუჩაში ჩემი ოფისის წინ?!
ვერონიკა ემბრიჯ მგონი ჩემი ძველი გაფრთხილება დაგავიწყდა, ლიამთან ზასაობა კიდევ ასე არ შეგრჩება!*ვერონიკა*
ლიამი ჩემგან გავწიე და მაგრად შემოვარტყი სახეში.
-რა ჯანდაბაა! ვინ მოგცა ამის უფლება.-ხელი ვკარი გაბრაზებულმა,არაფრის თქმა დავაცადე, გზის მეორე მხარეს გადავედი გაბრაზებული.
ნამდვილად გაგიჟდა ეს ბიჭი, ჯერ კაფეში შემდეგ შუქნიშანთან!
შენობაში სწრაფი ნაბიჯით შევედი,ლიფტი გამოვიძახე.მალევე ავედი იმ სართულზე სადაც ჰარის კაბინეტია.
-გამარჯობა დოროთი,ჰარი შიგნით არის?-მის მდივანს ვკითხე.
-დიახ.
-კარგი..-კარზე დავაკაკუნე,მისგან არანაირი პასუხი არ გამიგია, მაგრამ მოულოდნელად კარები გაიღო.
-გამარჯობა..-მის დანახვაზე ნერყვი ძლივს გადავყლაპე.
-შემოდი.-ნელა შევაბიჯე შიგნით.
-ნახე დღეს ბიჭები?
-კი..მერე ანალიზების გასაკეთებლად წავედი.
-მაჩვენე პასუხი.-ჩანთიდან ერთი ფურცელი ამოვიღე მხოლოდ და მივაწოდე.არ ჩაუხედავს, მაგიდაზე დადო.
-და ლიამთან კოცნაზე რას მეტყვი?-ტანში გამაჟრჟოლა, თითქოს არ მიკვირს, რომ გაიგო, ზუსტად მისი ოფისის წინ მაკოცა.
-მე არ მიკოცნია.
-ალბათ "მეგობრული" კოცნა იყო.
-არა არ ყოფილა.-სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო. გული საშინლად ამიჩქარდა.-მან..აჰმ..
-მან რა.
-მითხრა, რომ..
-მოსწონხარ? ეგ ხომ ისედაც ვიცოდით.წეღან იზასავეთ,ხათრი ვერ გაუტეხე? მეგობარია ხომ არ აწყენინებდი.
-ჰარი სისულელეებს ნუ იძახი,მე არ მიკოცნია.
-ესეიგი მომეჩვენა.
-ნამდვიალად ჰარი,მოგეჩვენა. დამიხახე? როგორც ჩანს კარგად ვერა.
-ქონორთანაც ზუსტად ასე იყო. გახსოვს შენი ყოფილი,თუმცა ამნეზია გაქვს რა გემახსოვრება. მასთან იწექი უკვე, სიმართლე გითხრა სანამ ერთად იქნებოდით მასაც მეგობარს ეძახდი. მოდი ვიმსჯელოთ ახლა ლიამზე..
-და რა გინდა ამით თქვა? ლიამთანაც მექნება სექსი? თუ ასე ნერვებს გიშლის ის ფაქტი, რომ შენს გარდა სხვასაც ვუნდივარ და შენს გარდა სხვასთანაც მქონდა სექსი, რატომ არ შემეშვი? თუ ბოზი გგონივარ ჩემზე რატომ ღელავ,რატომ მეხუტები და მკოცნი,რატომ მეხები იმ სხეულზე , რომელზეც ადრე სხვა შემეხო? თუ ასე გაღიზიანებს ეს ყველაფერი სიყვარულს რატომ მეფიცები!
-შენგან განსხვავებით მე ნებისყოფა მყოფნის იმისა, რომ სხვასთან სექსი არ მქონდეს.
-კარგი.-შევრბუნდი,წასვლა მინდოდა. დავიღალე უკვე ამის უაზრო ეჭვიანობით,მაინც ყველაფერი ისე ესმის,როგორც თვითონ უნდა.
-არ მითქვამს გადი თქო.-მაჯაში წამავლო ხელი და მისკენ მიმატრიალა.
-ნუ მეხები!-ხელი უხეშად გამოვწიე.-არ მჭირდება შენნაირ ადამიანთან ყოფნა.
-როგორ ჩემმაირთან?
-ისეთთან ვისაც მოსმენა არ შეუძლია.
-ძალიან კარგად შემიძლია, მაგრამ შენი ზღაპრების მოსმენა მომაბეზრებელია.
-ხოდა თუ ასე ფიქრობ გამიშვი.
-ჯერ საუბარი არ დამისრულებია.
-მაშინ დაასრულე დროზე, რადგანაც შენს დანახვაზე უკვე გული მერევა!-დავუყვირე რაზეც ხელი მკრა და კედელზე მიმაბჯინა.
-შენ მხოლოდ ერთადერთი რამ გევალებოდა, სხვასთან არ უნდა გქონოდა ის რაც ჩემთან გექნებოდა, ერთხელ გაპატიე, რადგანაც მიყვარხარ, მაგრამ მეორედ ამას არ ავიტან.
-და რატომ გგონია, რომ მე შენს ასეთ საქციელს ავიტან? მეც გაპატიე ერთხელ ხელის გარტყმა,მეორედ უაზრო ეჭვიანობის გამო უხეშობა, მაგრამ ახლა უკვე ზედმეტები მოგდის.-გაწევა ვცადე მისგან, მაგრამ არ მაძლევდა გასვლის უფლებას. ხელი ნელა ჩამომატარა სახეზე,ყელამდე როცა ჩავიდა ზედ მომიჭირა.
-ჰარი გამიშვი!
-ნუ გგონია, რომ ასე მარტივად მომიშორებ თავიდან.-ნელ-ნელა უფრო მიჭერდა.
-ნუ მაიძულებ, რომ რამე ცუდი გავაკეთო.
-ეს შენ აიძულებ საკუთარ თავს ყველაფერს..-კბილებში გამოვცერი,მან კი უფრო მომიჭირა ხელი ყელზე. სუნთქვა როცა შემეკრა უხეშად გამიშვა,ღრმად ვცდილობდი ამომესუნთქა, მაგრამ მიჭირდა. სწრაფად გამოვიწიე მისგან და კარისკენ გავიქეცი,რომ უნდა გამეღო მეორე მხრიდან ვიღაცამ დამასწრო.
-ვერონიკა..რა მოხდა?-ლუისთვის არაფერი მითქვამს ისე გავიქეცი იქიდან.მუხლები მიკანკალებდა,ლიფტის კარი, როდესაც გაიღო და შიგნით შევედი ჩავიკეცე და ავტირდი.
ძალიან ნერვები მეშლება, უკვე აუტანელია მისგან ასეთი საქციელი.
ჩემი ბრალია! მე ვაძლევ უფლებას, რომ ასე მომექცეს! არ უნდა მეპატიებინა მისთვის, რომ გამარტყა,მეგობრობის შემოთავაზებაზეც არ უნდა დავთანხმებულიყავი, ეს ხომ ისედაც აფსურდი იყო, ჩემსა და მის შორის მეგობრობა! სრული სისულელე!

ŞİMDİ OKUDUĞUN
Bad Romance H.S(დასრულებულია)
Hayran Kurguდიდი ავტო კატასტროფის შემდეგ ვერონიკა ემბრიჯი ახალ ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. ჰარი სტაილსი რომელიც ერთ დროს მისი დიდი სიყვარული იყო გაქრა. მისი გონებიდან დაიკარგა ყველა წამი რაც მასთან ერთად ჰქონდა გატარებული ბედნიერი თუ სევდიანი.