Chapter 23

1.2K 89 24
                                    

"მეგობრებო, როდესაც ამ თავის კითხვას დაასრულებთ ქვემოთ დავტოვებ ერთ სქრინს, დავპოსტავდი აქ, მაგრამ ვათპადს რაღაც სჭირს და არ იპოსტება,ამიტომაც გთხოვთ სქრინი ნახოთ❤️"
_________________________________________

*ოთხი თვის შემდეგ*

თითქმის ერთი წელია რაც ლონდონში არ ვყოფილვარ,იქაურობა ძალიან მენატრება.მე კიდევ ჩემს საყვარელ ქალაქში ვბრუნდები.
ამ დროის მანძილზე ბევრი რამ მოხდა,დედამ ბინა იყიდა,რაც იმას ნიშნავს, რომ ჰარისთან აღარ ვიცხოვრებ,ერთის მხრივ კარგია საკუთარი ბინა გვაქვს უკვე მე და დედას, მაგრამ მეორეს მხრივ ჰარისთან ვეღარ გავატარებ იმდენ დროს რამდენსაც ადრე. კიდევ ერთი რამ..ალბათ ეს ყველაზე ბედნიერი რამ არის რაც ამდენი წლის შემდეგ მოხდა.
გასულ კვირას დედამ დამირეკა და მითხრა, რომ რასაც მეტყოდა არ მწყენოდა და მისთვის გამეგო ყველანაირად. შარლოტას ვიღაც შეყვარებია ჰარის ოფისიდან,რომელიც შემდეგ თავისი თანამშრომელი გამხდარა, რა თქმა უნდა,ეს ამბავი გამიხარდა და არც გავბრაზებულვარ.რაც მამა გარდაიცვალა სამსახურსა და ჩემს გაზრდას შესწირა ეს წლები.
ვინაიდან ხელი უკვე სთხოვეს დედას მე პირდაპირ მათ ქორწილში ჩავალ,აი ზუსტად ეს არის ჩემი ლონდონში ჩასვლის მიზეზიც.

***
როდესაც თვითმფრინავიდან ჩავედი და აეროპორტი დავტოვე იქვე დედა და თავისი საქმრო იდგნენ. დედა დიდი ხანია არ მინახავს, ამიტომაც სიხარულისგან მისკენ გავიქეცი და მოვეხვიე.
-ჩემო ლამაზო,როგორ მომენატრე.-დედამაც მომხვია ხელები და ლოყაზე მაკოცა.
-გაიცანი საყვარელო,ეს ჯეიკობ სმიტია ჩემი საქმრო.-ამაყად თქვა შარლოტამ და თავის გვერდოთ მდგომ მაღალ მამაკაცზე მიმანიშნა,დაახლოებით ჰარის სიმაღლის იქნება,ქერა თმა აქვს და ცისფერი თვალები,ვიტყვი, რომ მართლაც შეეფერებიან ერთმანეთს.
-მე ვერონიკა ემბრიჯი ვარ..-ხელი გავუშვირე, რომ ჩამოერთვა, მაგრამ წამებში თავისი მკლავები მომხვია.
-მიხარია შენი გაცნობა ვერონიკა.შარლოტა ძალიან ბევრს მიყვებოდა შენზე.
-გამარჯობა..-უკნიდან ხმა მომესმა ,ეს ჰარი იყო.წამოვიკივლე,ჯეიკობისგან გამოვიწიე და ჰარის ჩავეხუტე.
-ოუ..-სიცილნარევი ხმით ამოიგმინა ჰარიმ და თვითონაც მომეხვია.
-რონი მენატრებოდიი..-ნელ-ნელა უფრო მჭიდროდ მიმიხუტა.
-მეც.. ძალიან მენატრებოდით ყველა.-მასაც მალევე მოვშორდი.
-აბა სახლში წასვლის დროა,მერე უნდა დამეხმარო რაღაცების მოგვარებაში.-დედამ თვალი ჩამიკრა ღიმილით.ჯეიკობმა ჩემი ყველა ნივთი მანქანაში ჩააწყო.
-შენც მოდიხარ?-ჰარის ვკითხე,მან მხოლოდ თავი გააქნია უარის ნიშნად.
-ოფისში უნდა დავბრუნდე.
-კარგი..-ხელი დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი.
მალევე ახალ სახლში წავედით.ვერ ვიტყვი, რომ ჰარის სახლს სჯობს თქო, მაგრამ არც ეს არის ცუდი.
-წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ,ცოტახანს დაისვრნე და შემდეგ სავახშმოდ ჩამოდი.
-კარგი შარლოტა..-ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა. ნივთები ამოვალაგე და ტანზე გამოვიცვალე.სამი თვე აქ უნდა ვიყო,რაც ძალიან მახარებს.

Bad Romance H.S(დასრულებულია)Where stories live. Discover now