Chapter 16

1.5K 105 13
                                    

საკუთარ გამოსაშვებ საღამოზე ვარ, შემიძლია ვიცეკვო,ვიმღერო,დავლიო და ათასი რამე გავაკეთო მაგრამ თავს მაინც ვერ ვგრძნობ ისე როგორც საჭიროა.
მაგრამ ჯანდაბა როგორ შემიძლება მასზე  ფიქრი, როდესაც ძალიან ცუდი რამ გამიკეთა?
შეიძლება ახლა როგორც "მეგობრები" ისე ვართ მაგრამ მაინც რთულია. გულის სიღრმეში მაინც მინდა ჩავეხუტო და არ გავუშვა მაგრამ მერე მახსენდება მისი საშინელი სიტყვები და ხელის გარტყმა.
ვსო..მასზე ფიქრი უნდა შევწყვიტო და გართობა დავიწყო,არ მივცემ ალკოჰოლს უფლებას, რომ მასზე ფიქრი დამაწყებინოს.

-ჰეი ვერონიკა რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?- გვერდით ქონორი მომიჯდა,მას გავხედე და "ამოვიფრუტუნე".
-არ მომიწყენია უბრალოდ დავიღალე ცეკვით.-ღიმილით ვუპასუხე.
-ჰოო ძალიან კარგად ცეკვავდი.
-გინდა ერთად ვიცეკვოთ?არ დამინახავს დღეს შენი ცეკვა.-ქონორმა თვალები აატრიალა, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს.
საცეკვაოდ გავედით დანარჩენებთან ერთად,ყველა თავის სტიქიებში იყო, იატაკზე უამრავი ფეხსაცმელის ბრახუნი ისმოდა,ყველა სასაცილოდ და ამავდროულად ენერგიულად ცეკვავდა. მათ შორის მე და ქონორიც.
-დიდხანს უნდა ვიხტუნოთ ასე უაზროდ?-ყურთან ახლოს მითხრა.
-სანამ მუსიკა არ დამთავრდება.-სიცილით ვუთხარი.
მისი ხელები დავიკავე შემდეგ სასაცილო მოძრაობების გაკეთება დავიწყე მიხარია ისიც , რომ ამყვა.
მუსიკა როცა მორჩა ყველა დავიშალეთ მათ შორიც ჩვენც.
მე ახლა ნაილთან მივედი და გვერდით მივუჯექი.
მასთან ერთად დავიწყე ჭამა.
-როგორ ერთობი წიწილ?-მხარი გავკარი და თეფშიდან უკანასკნელი პიცა ავაცალე რაზეც გოგოსავით იწივლა.
-ახლა უკვე ცუდაად! ვერონიკა ეს ბოლო პიცა იყოო! შემდეგს ოც წუთში მოიტანეენ.-მის შემყურე სიცილი ამიტყდა.
-სხვათაშორის ჰარიმ დაგირეკა ვიდრე ქონორს ეცეკვებოდი.
-რა უნდოდა?
-აინტერესებდა როგორ იყავი.
-ძალიან კარგად თქო არ უთხარი?
-კი.ქონორს ეცეკვება მეთქი.-ოხვრით თქვა მან.-შემდეგში რო დარეკავს იმასაც ვეტყვი პიცა შემიჭამა თქო.-ამაზე უფრო დავიწყე სიცილი და ჩავეხუტე.
-ღმერთო, როგორ მიყვარხარ ჩემო წიწილავ.
-მეც შე პიცის ქურდო..ისე ვერონიკა ძალიან ყარხარ ალკოჰოლის სუნად მეტი აღარ დალიო რა.
-კარგი დედიკო როგორც მეტყვი.-გვერდზე ვუჩწმიტე რაზეც ისევ იწივლა და გამწია.
-ნაგავო, მე შენთვის გეუბნები მერე ცუდად არ გახდე.
-ნუ გეშინია მე კარგად ვიქნები.
-წავედი გამოსაშვების მეფე და დედოფალი უნდა ავირჩიო. იმედი მაქვს ნატალია არ გაიმარჯვებს.-დუდღუნებს და ფეხზე დგება.
-მე ხმა არავისთვის მიმიცია.
-შენ არც გაქვს უფლება.
-რატომ?-წარბი ავუწიე.
-იმიტომ,რომ ერთ-ერთი დედოფლის კანდიდატი შენ ხარ.
-ღმერთო, როდის მოვასწარი მანდ
ჩაწერა?
-სინამდვილეში მე ჩაგწერე.. რადგანაც სხვისთვის ხმის მიცემა არ მინდოდა.-გაიკრიჭა და მოკურცხლა.

Bad Romance H.S(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora