Chapter 27

1.2K 102 28
                                    

გარეთ ისევ წვიმდა, მაგრამ ამავდროულად, თბილი სიო უბერავდა გარეთ. ჰარისთამ მიმავალს თვალებიდან ცრემლები მდიოდა,ციდან წამოსული წვეთები კი ამას ფარავდა.ვფიქრობ მოვლენებზე რაც შეიძლება მოხდეს, როდესაც მასთან მივალ.უარი, რომ თქვას ჩვენს შვილზე? არ მინდა ბავშვის მოკვლა. ვაღიარებ არ ვარ მზად დედობისთვის, მაგრამ არც მისი მოშორება მინდა. დედა გულნატკენია, ყველანაირი იმედები გავუცრუე.მისთვის რთული გასაგებია თუ რას ვგრძნობ ჰარის მიმართ, მისი მესმის კიდევაც.
-ვერონიკა..-ხმამაღალი დაძახება მომესმა და მანქანის სიგნალი. როცა გავიხედე ჯეიკობი დავინახე,ხელით მანიშნა მის მანქანაში ჩავმჯდარვიყავი. მისკენ მივირბინე და დასველებული ჩავუჯექი.
-საით გაგიწევია ასეთ ამინდში?
-ჰარისთან.
-გინდა წაგიყვანო?
-კი.
-ისევ მოწყენილი ხარ.ხომ არ იჩხუბეთ?
-რა თქმა უნდა, დედასაც ვუთხარი ყველაფერი.
-ღმერთო ჩემო..სჯობს სწრაფად დაგტოვო ჰარისთან, რომ სახლში დავბრუნდე და დავამშვიდო.
-ჰო,შენ მართლა დაამშვიდებ.
-გეჩხუბა?
-ცოტა, თავს იკავებდა.
-უყვარხარ, შენზე გული შესტკივა.
-ვიცი, მაგრამ მინდა ისიც გაიგოს, რომ მიყვარს.
-ოხ ეს სიყვარული,ადამიანი შეიძლება გააგიჟოს.-გაიცინა და ხელი ხელზე დამადო.
-ყველაფერი კარგად იქნება. ვეცდები დაგეხმარო.
-იცი..შენ ძალიან კარგი მამინაცვალი ხარ.-გავუღიმე,მასაც გაეღიმა და ჰარის სახლთან ოდნავ მოშორებით გამიჩერა.მადლობა გადავუხადე და გადავედი. უკვე ძალიან წვიმდა ამიტომაც სახლამდე მივირბინე და დავაკაკუნე. კარი გააღო მალევე,თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ტუჩები კიდევ აწითლებული.
-გამარჯობა..
-გამარჯობა.-მთლიანად ამათვალიერა, სველი, რომ დამინახა ეუცნაურა.
-შემოდი.-შევედი, მისაღებ ოთახში ისე თბილოდა ტანში გამაჟრჟოლა. მაგიდაზე ღვინის ბოთლი იდო და ორი ჭიქა, მგონი ცუდ დროს მოვედი.
უეცრად მხრებზე ვიგრძენი,როგორ მომახვია დიდი პირსახოცი.
-გამშრალდი,მანამდე ტანსაცმელს მოგინახავ.
-თუ ცუდ დროს მოვედი შემიძლია წავიდე..
-ცუდ დროს?-მკითხა, შემდეგ ჩემს უკან ღვინის ჭიქებს შეხედა და თვალები აატრიალა.
-გამშრალდი თქო.-გამიმეორა და გავიდა,ტანზე გავიხადე სველი ტანსაცმელი, საცვლების ამარა გამათბობელთან დავდექი თან თმას ვიშრობდი.
-ოუ,რა სილამაზეა.-უკნიდან ხმის გაგონებაზე სწრაფად შევტრიალდი.
-ჯანდაბა! ვერონიკა შენ ყოფილხარ.-ლუიმ ამოიოხრა და ღვინო დაისხა ჭიქაში. ახლა ტანზე ავიფარე პირსახოცი. თურმე ლუი ყოფილა მასთან ერთად, რაღაცნაირად გულზე მომეშვა.
-თვალები შენც წითელი გაქვს.-ვკითხზე რაზეც გაშტერებულმა შემხედა.
-მეც?
-ჰარისაც ჰქონდა.
-ლუი შეგიძლია გახვიდე.-მალევე ჰარი დაბრუნდა.
-წავალ ძმაო, იცოდე ხვალ მოდი სამსახურში. იმ ბრბოსთან მარტო არ დამტოვო.
-შენ იმ ბრბოს ერთ-ერთი უფროსი ხარ და უნდა გაუძლო.
-ნახვამდის ვერონიკა და ბოდიში,რომ შეგაშინე.
-ნახვამდის.-გამიღიმა და გავიდა.
-აი ჩაიცვი.-ტანსაცმელი დივანზე დადო და გატრიალდა,მწყინს ასე, რომ მექცევა.თვალს მარიდებს თითქოს მართლა ვუღალატე. სწრაფად ჩავიცვი მისი ტანსაცმელი.
-დალევ ღვინოს?-მკითხა და თავისი ჭიქა შეავსო.
-არა..მადლობა.
-აბა აქ რამ მოგიყვანა? -ჩამოჯდა და დიდი ყლუპით მოსვა სასმელი.
-ნახე ჩემი ანალიზის პასუხი?
-ჰო,ეგ ფურცელი ისეც ჩემს კაბინეტში,მაგიდაზე დევს.-ისე მიყურებდა გონებას მირევდა, ამიტომაც მეორე ანალიზის ფურცელი მივეცი, რომ თვითონ ენახა. არაფერი უთქვამს,გახსნა და წაიკითხა პასუხი.რამოდენიმე წამის შემდეგ კიდევ სიცილის ხმა მომესმა.
-სასაცილო არის რამე?
-რა თქმა უნდა,აი ეს.-ფურცელი დამანახა, შემდეგ დაკუჭა და მოისროლა.
-მხოლოდ შენ თუ გაგეცინებოდა ამაზე.-ამოვიხვნეშე.
-გაჩენა გაქვს გადაწყვეტილი?
-აბა მოვიშორო?
-არ ვიცი,ბავშვს დიდი მოვლა სჭირდება.
-მერე რა.
-არ მიყვარს ბავშვები.-ერთ მოყუდებაზე დაცალა ჭიქა.
-გასაგებია,ესეიგი გინდა მოვიშორო.
-ესეიგი ჩემია.-მის ნათქვამზე გავვოცდი.
-სჯობს წავიდე.-ფეხზე წამოვდექი, მაგრამ ხელში მწვდა და ისევ დივანზე დამსვა.
-გარეთ წვიმს ვერ წახვალ.
-წვიმა არ შემჭამს.
-არც მე შეგჭამ თუ დარჩები.
-არ მინდა.
-გაცივდები..
-მერე რა
-ბავშვს შეუქმნი პრობლემას..
-ისე ამბობ თითქოს განაღვლებდეს.
-წვიმა გადაიღებს და წადი.-წყნარად ლაპარაკობდა,ნეტავ მის ასეთ ტონს რაიმე აზრი ჰქონდეს.თვალები ავატრიალე და ხელი გამოვწიე.
-ისე ბავშვი რათ გინდა,ბევრ რამეში შეგიშლის ხელს.
-შემეშვი!
-კარგი,წავალ დედაშენს დავურეკავ,იცოდეს ჩემთან, რომ ხარ.
-იცის.
-უთხარი, რომ მოდიოდი?
-თვითონ გამომიშვა.
-რატომ.-არაფერი მითქვამს, მხოლოდ იმ ანალიზის პასუხს შევხედე, რომელიც დაკუჭული მოისროლა იატაკზე.თვალი გააყოლა ჩემს მზერას და ამოიოხრა.
-გაიგო.
-კი გაიგო.
-კარგი არაუშავს,მაინც დავურეკავ.-წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მისი სიმშვიდე მაკვირვებს. რაიმე ემოციას ველოდი,გაბრაზებას ან სოხარულს, მაგრამ სასაცილო ყოფილა მისთვის.მაინც ვერ ვიჯერებ, რომ ასე ფეხებზე ვკიდივარ და ჩვენი პატარაც არ აინტერესებს.

Bad Romance H.S(დასრულებულია)Where stories live. Discover now