chapter 28

1.4K 106 38
                                    

შიშის გრძნობა მთელს ტანში მეუფლება,თვალებს ვახელ და ირგვლივ ვიყურები. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახს მოვავლე თვალი,ჩემგან მოშორებით კი გოგონა იწვა. თითქოს მეცნობოდა მისი სახე, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიგონებდი ვინ იყო. წამოვდექი და მას მივუახლოვდი, შევაჯღრიე რაზეც გონს მოეგო.
-ვერონიკა..-ამოიბუტბუტა ჩუმად.
-არ დამტოვო აქ მარტო..-უხმოდ გავაქნიე თავი უარყოფის ნიშნად.
უეცრად რაღაც საშინელი ხმაური ისადგურებს აქაურობას და ვიღაც ცდილობს ჩემს აქედან გათრევას.
ვხედავ გოგონას,რომელიც ტირის და ცდილობს თავიდან მოიშოროს შავებში ჩაცმული კაცი. უეცრად კაცმა მკერდში დანა ჩაარტყა,ისევ და ისევ.
ყვირილი დავიწყე, მაგრამ ამაოდ, დასახმარებლად არავინ მოდის. მეშინია,საშინლად მეშინია, მაგრამ არაფერის გაკეთება შემიძლია, მხოლოდ ვყვირი და ისტერიულად ვტირი.

*შარლოტა*
კივილის ხმა მესმის,ძილი მიფრთხება და თვალებს ვახელ სწრაფად. ყვირილი არ წყდება, ამასთან ერთად ისტერიული ტირილიც.
-ვერონიკა..-წამოვიყვირე და წამოვხტი,ჩემს ყვირილზე ჯეიკობს გაეღვიძა.
-რა ხდება..
-ვერონიკა ყვირის..-საძინებელი დავტოვე და ვერონიკასთან შევედი.
ოდნავ შევანჯღრიე რა წამსაც თვალები გაახილა, მთლიანად გაოფლიანებული იყო,შეშინებული წამოხტა საწოლიდან. ჯეიკობმა შუქი აანთო ოთახში.
-საყვარელო, რა მოხდა..
-დედა..მას ატკინეს..ის დახმარებას მთხოვდა..-აფორიაქებული ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთზე.
-კოშმარი ნახე საყვარელო..
-არა..ანაბელი იყო,დედა მე მას ვერ დავეხმარე.-ტირილით ჩამეხუტა.
-ანაბელი?-იკითხა ჯეიკობმა, მაგრამ ტუჩებზე მივიდე ცერა თითი და ვანიშნე არაფერი ეკითხა.
-საყვარელო, ეს სიზმარი იყო უბრალოდ.
-ყველაფერი ძალიან რეალურს ჰგავდა..
-ვიცი ძვირფასო..-თავზე მოვეფერე და ნელ-ნელა დავამშვიდე.
-დედა გახსოვს, რომ მითხარი ჰარი ცეცხლ მოკიდებულ სახლში შემოვარდა შენს გადასარჩენადო..
-კი მახსოვს.
-ეგეც ვნახე სიზმარში.
-მან გადაგარჩინა?
-ვერა..ვერც ანაბელს დავეხმარე და ვერც მას..-თავი მკერდზე მომადო და ისევ აქვითინდა.მალევე ჩაეძინა,ბალიშზე გადავადებინე თავი და ქვემოთ ჩავედი,სადაც ჯეიკობი იყო.
-უკეთ არის?
-ჩაეძინა.
-და რა მოუვიდა,ვინ არის ანაბელი..?
-მისი მეგობარი იყო, გოგოს მამა ნარკომოვაჭრე იყო.(თუ რასაც ეძახიან) ძალიან ბევრი ვალიც ჰქონდა და რომ ვერ იხდიდა ოჯახით ემუქრებოდნენ.
-და ამ ამბავს განიცდის ვერონიკა?
-ვერონიკა და ანაბელი ერთად იყვნენ იმ დღეს. ვერონიკა ბეწვზე გადაურჩა, მამამისმა მიუსწრო, მოკლედ ძალიან დიდი ამბავი იყო. იმის მერე ვერონიკა ფსიქოლოგთან დაგვყავდა,მეგობრის მის თვალწინ სიკვდილი ძალიან ცუდად გადაიტანა,სულ საკუთარ თავს აბრალებდა.
-საბრალო.
-ამაღამ მასთან დავიძინებ, კარგი?
-ჰო, რა თქმა უნდა.
-მიყვარხარ.-მივიწიე და ნაზად ვაკოცე ლოყაზე.
-მეც..

Bad Romance H.S(დასრულებულია)Où les histoires vivent. Découvrez maintenant