-ვერონიკა შეგიძლია მითხრა რა ხდება შენსა და ჰარის შორის?-როდესაც ჯეიკობმა ეს მკითხა წამიერად ადგილზე გავშრი. არ ვიცი რა დამემართა, თითქოს ვცდილობდი რაღაც ისეთი მომეფიქრებინა რაც ამ სიტუაციიდან გამომაძვრენდა, მაგრამ ამ ყველაფრის მაგივრად უფრო ვიბნეოდი.
-ვერონიკა წუხელ სამზარეულოში თქვენი ტანსაცმელი ვოპოვე, შემდეგ ოთახშიც გნახეთ როცა გეძინათ..-ჯანდაბა..დიდ შარში ვარ!***
-დიდი ხანია რაც ერთმანეთს ხვდებით?- მის კითხვაზე მხოლოდ თავი დავუქნიე,არ შემეძლო მისთვის თვალებში შემეხედა,არ ვიცი რა მჭირს,მრცხვენია და თან გული უცნაურად მიძგერს,ყურებში მესმის ბაგაბუგი, თითქოს ახლავე უნდა გასკდეს და მომკლას აქვე.
-შარლოტასაც არ ეცოდინება..-ისევ თავი გავაქნიე და ფანჯრისკენ გავატრიალე თავი,ტუჩზე ვიკბინე მწარედ, მაგრამ ცრემლები მაინც ვერ შევიკავე. ჯეიკობის ხელი ვიგრძენი,ჯერ მხარზე შემდეგ მისკენ მიმატრიალებინა სახე,თავის ჩახრა მინდოდა, მაგრამ უფლება არ მომცა.
-ნუ ტირი, უბრალოდ მომიყევი.
-რა..რა მოგიყვე..-თვალებიდან ცრემლები თავისით მდიოდა,ხელის გულებიც სასტიკაც გაოფლიანებული მქონდა.ასეთ სიტუაციაში პირველად ვარ, როდესაც არ ვიცი რა ვთქვა ან რა გავაკეთო.
-საყვარელო ძალიან გთხოვ არაფერი დამიმალო,მე ყველანაირად გვერდში დაგიდგები უბრალოდ მინდა მითხრა,ჰარი ხომ არ გაძალებს ამას?
-არა..
-დარწმუნებული ხარ? ის შენზე დიდია.კაცია, ადვილად შეუძლია ნებისმიერი შენხელა გოგოს შეცდენა.-სლუკუნით გავაქნიე თავი შემდეგ ცრემლები შევიმშრალე, მაგრამ ამაოდ,ახალმა წვეთებმა ისევ გაიკვლიეს გზა ჩემს წითელ ლოყებზე.
-არაფერს მაიძულებს..არც შევუცდენივარ..უბრალოდ..
-მიდი გააგრძელე.
-მე ის მიყვარს..ძალიან მიყვარს და მასაც იგივე გრძნობები აქვს ჩემს მიმართ..
-საყვარელო,რა მიამიტი ხარ,არ მინდა რაიმე გაწყენინო, მაგრამ ჰარი გატყუებს, შენ ნამდვილად ლამაზი ხარ იმისათვის, რომ მას მოსწონებოდი და შენი ხელში ჩაგდება უნდოდა მხოლოდ..
-არა..არა..ჯეიკობ ეს ასე არ არის,მართლა.
-მაშინ რატომ არავის ეუბნებით?
-მეშინია..ვიცი, რომ დედა გაბრაზდება,ის დაგვიშლის..არ მინდა ასე იყოს.
-თუ ხვდები რატომ გაბრაზდება შარლოტა?
-კი ვიცი..ჰარი მისი მეგობარია,მე მისი გერი, ჩვენ კიდევ..ჩვენ..-უფრო ავტირდი რაზეც ჯეიკობმა ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და მომაწოდა.
-მისმინე, მე მჯერა შენი, რომ გიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ჰარის გრძნობებში ეჭვი მეპარება, მაინც მჯერა შენი მონაყოლის.
-დედას ეტყვი..?
-რა თქმა უნდა, არა. ეს შენგან უნდა გაიგოს. სჯობს დაელაპარაკო და აუხსნა რას გრძნობ.
-არ ვიცი..
-მე არაფერს გაიძულებ. უბრალოდ აჯობებს, რომ უთხრა.
-და შენ რატომ არ ეტყვი?
-ჩემგან, რომ გაიგოს იმაზე მეტად გაბრაზდება ვიდრე შენ, რომ დაელაპარაკები და აუხსნი. -რაღაცნაირად მისგან თანადგას ვგრძნობ,ამ საუბრის განმავლობაში არ მიგრძვნია ცივი ან მკაცრი სიტყვა. ძალიან მრცხვენია ჯეიკობის და მეშინია იმის თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ დედას ვეტყვი ამის შესახებ.
-არამგონია ახლა რამის ხასიათზე იყო, მაგრამ თუ გინდა პიცა გავაკეთოთ.
-მართალი ხარ არაფრის ხასიათზე არ ვარ, მაგრამ კარგი..-მსუბუქად გამიღიმა და მანქანა დაძრა.
ESTÁS LEYENDO
Bad Romance H.S(დასრულებულია)
Fanficდიდი ავტო კატასტროფის შემდეგ ვერონიკა ემბრიჯი ახალ ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. ჰარი სტაილსი რომელიც ერთ დროს მისი დიდი სიყვარული იყო გაქრა. მისი გონებიდან დაიკარგა ყველა წამი რაც მასთან ერთად ჰქონდა გატარებული ბედნიერი თუ სევდიანი.