Chapter 10

1.8K 103 25
                                    

მთელი გზა ფიქრში გავატარე,ვაწყობდი აზრებს და ვცდილობდი ყველაფერი კარგად გამეაზრებინა, როდესაც ქალაქში დავბრუნდით ჰარი სამსახურში წავიდა მეკიდევ ფიქრის გახანგრძლივების მიზნით საშხაპეში შევედი.

ქონორს აუცილებლად უნდა დავშორდე მიუხედავად იმისა,რომ ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და მე ამით გულს ვატკენ.

შეიძლება ახლა ეს მისთვის მართლაც ძალიან მტკივნეული იყოს მაგრამ ის ფაქტი,რომ მე მას ჰარისთან ვღალატობდი ეს მასთან ყოფნის არანაირ უფლებას მაძლევს. ის ამას არ იმსახურებს,მირჩევნია ახლა მშვიდად დავშორდე ვიდრე ოდესმე ჩემი რომანის შესახებ გაიგოს.

ბანაობის შემდეგ გავემზადე და ქონორთან დარეკვის შემდეგ მის სახლში მივედი.

როდესაც კარი გამიღო და ღიმილით შემომეგება ყველა ის დალაგებული აზრი და სიტყვები რაც მისთვის უნდა მეთქვა გაქრა. როგორ უნდა ვუთხრა მას,რომ ჩვენ ერთად ვეღარ ვიქნებით..ნამდვილად არ ვიცი.

-შემოდი მარტო ვარ სახლში და არ დაიმორცხვო.- სამწუხაროდ ღიმილით ვერ ვუპასუხე რის გამოც ისიც მოიღუშა,მისაღებ ოთახში შევედით. ჭიქა წყალის დალევის შემდეგ ნერვიულად გავხედე.

-რამე მოხდა? თითები ძალიან გიკანკალებს.-ჩემი ორივე ხელი აიღო და ნაზად მეამბრა.

-რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო.

-გისმენ.

-ქონორ სერიოზულად არ ვიცი ეს როგორ გითხრა..მაპატიე მაგრამ..უნდა დავშორდეთ.-მის ღრმა ჩასუნთქვაზე მივხვდი,რომ არ ესიამოვნა ეს სიტყვები ზედმეტად დაძაბული სიტუაცია იყო.

-მეშინოდა იმის,რომ ოდესმე ეს დღე დადგებოდა და შენ ამას მეტყოდი.- ხმა აკანკალებულმა ამოისლუკუნა.

-გთხოვ არ მიწყინო უბრალოდ..- არაფრის თქვას მაცდის ისე მიზიდავს თავისკენ და გულში მიკრავს.

-ვხვდები..შენ ძალიან შეიცვალე ავარიის შემდეგ უბრალოდ იმდენად ეგოისტი ვიყავი შენი გაშვება მიჭირდა.- ხელები ნელა გამიშვა,როდესაც ავხედე თვალები შეიმშრალა.

Bad Romance H.S(დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora