-ვნერვიულობ. არ მინდა შენი მარტო გაშვება.
-დედა კარგი რა მარტო როგორ ვიქნები, როდესაც ქონორიც ჩემთან ერთად მოდის?
-უბრალოდ ერთი კვირა ძალიან ბევრია.
-შარლოტა გეფიცები მას არაფერს მოვაკლებ, სულ ჩემთან იქნება გპირდები.- მშვიდი ხმით უთხრა ქონორმა დედას. ის კიდევ ერთხელ მომეხვია და მაკოცა.
-დედა..- ჩავიცინე და მეც მოვეხვიე. მიხარია ქონორთან ერთად,რომ მიშვებს პარისზში. ორი თვე საკმარისი იყო სახლში ჯდომა და იმაზე ფიქრი თუ როდის შევძლებდი დამოუკიდებლად სიარულს. ეს სურვილი ახლა ამიხდა და კი არ დავდივარ დავრბივარ. ძალიან კარგი გრძნობაა.
ქონორი ჩანთის ჩაალაგებაში დამეხმარა.
-მიხარია,რომ ერთად მივდივართ.- ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე კოცნა დამიტოვა.
-ხო მეც. ძალიან მაინტერესებს პატრიზი.
-ყველაფერს დაგათვალიერრბინებ და თუ გინდა იმ ნომერში აგიღებ ოთახს რომელშიც წინა წელს იყავი.
-კარგი იქნებოდა.- როგორი საყვარელია. საერთოდ არ ვნანობ,რომ ჩემი შეყვარებულია.
-რა იქნება კარგი?- ოთახში ჰარი შემოვიდა. -ჩემოდანი რატომ ჩაალაგე?- უფს..მან არ იცის ჩემი ერთ კვირიანი გამგზავრების შესახებ.
-მე და ვერონიკა პარიზში მივდივართ, მამაჩემის სასტუმროში.- აუხსნა ქონორმა რაზეც მას სახე იმაზე უფრო გაუმკაცრდა ვიდრე წეღან ჰქონდა.
-რა? რა პარიზი ჯერ ახლახანს გამოჯანმრთელდი.
-მერე რა. დედას უკვე ველაპარაკე და თანახმა არის. ხვალ შუადღეზე წავალთ. - გავუღიმე რაზეც უფრო გაბრაზდა. რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ჩუმად დარჩა და გავიდა ოთახიდან.
-მგონი დიდად არ ესიამოვნა ეგ ფაქტი.- ჩუმად მითხრა ქონორმა.
-არაუშავს გადაიტანს. დედა აქ რჩება და ერთად უფრო მეტ დროს გაატარებენ.- თვალი ჩავუკარი რაზეც ჩაიცინა.
-კარგი ახლა მე წავალ ხვალ გამოგივლი და წავიდეთ. -თავი დავუქნიე, ქვემოთ ერთად ჩავედით, დამშვიდობებისას ტუჩებზე მაკოცა და წავიდა.
უკან მობრუნებულს ჰარი დამხვდა რის გამოც წამოვიკივლე.
-ჯანდაბა...- წარბი ამიწია შემდეგ კი გვერდი ამიარა. რა სჭირს? სულ იბღვირება უმიზეზოდ.
VOCÊ ESTÁ LENDO
Bad Romance H.S(დასრულებულია)
Fanficდიდი ავტო კატასტროფის შემდეგ ვერონიკა ემბრიჯი ახალ ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. ჰარი სტაილსი რომელიც ერთ დროს მისი დიდი სიყვარული იყო გაქრა. მისი გონებიდან დაიკარგა ყველა წამი რაც მასთან ერთად ჰქონდა გატარებული ბედნიერი თუ სევდიანი.