პარიზი შესანიშნავი იყო, ცოტა გული მწყდება უკან,რომ დავბრუნდით.
ქონორმა სახლამდე მიმაცილა და მალევე წავიდა, კარი ჰარიმ გააღო როგორც ჩანს მარტო მას ღვიძავს დილის ხუთ საათზე.
შეუკავებლად მივიწიე და მოვეხვიე, ძალიან კარგი სურნელი ჰქონდა, როგორ მომნატრებია .
-მენატრებოდი.. - ჩუმად ვუთხარი.
-დაღლილი იქნები წადი დაიძინე. -მისგან უფრო მეტ სითბოს ველოდი მაგრამ ვერ მივიღე, ოხვრით ავედი ოთახში მან კიდევ ჩემი ჩემოდანი ამოიტანა.***
დილით შხაპით გაგრილების შემდეგ ჩვეულებრივი ტოპით და შორტით ჩავედი სამზარეულოში.
დედამ როდესაც დამინახა თვალებ გაბრწყინებული წამოვიდა ჩემსკენ და გადამეხვია.
-როგორ მოგიხდა ტანზე რუჯი.-ღიმილით დამატრიალა, რომ უკეთ ვენახე.
-მადლობა დე..
-მოდი ისაუზმე.- ჰარიმ თავის გვერდით სკამზე მიმითითა.
მის გვერდით დავიკავე ადგილი და ტოსტის ჭამა დავიწყე.
-დედა დღეს შეიძლება ერთ ბიჭს შევხვდე..- როდესაც ეს ვთქვი ოთახში მყოფმა ყველამ შემომხედა.
-ვინ ბიჭს?- ჰარის გავხედე ისეთი სახე ჰქონდა ლუკმა ძლივს გადავყლაპე.
-პარიზში ვინც..- რამის წამომცდა ის ფაქტი რო ზღვაში ვიხრჩობოდი.
-იქ ერთი ბიჭი გავიცანით მე და ქონორმა ხოდა დღეს ორივეს შეხვედრა გვთხოვა..
-ახალუ მეგობარი ძალიან კარგია მაგრამ მალე საბრუნდი კარგი?- დედას ღიმილით დავუქნიე თავი და ლოყაზე ვაკოცე.
-მადლობა გემრიელი ტოსტისთვის..-ჰარისაც ვაკოცე მის ახლად გაპარსულ და პრიალა ლოყაზე, ღიმილი ვერ დამალა რის შემდეგაც ღრმული გამოუჩნდა.
"რა ლამაზია" ჩემი მეორე მე ჰარის ღიმილზეა შეყვარებული.
ჯობს გვერდით გავწიო ჩემი მეორე მე თორემ ამ ოთახს იქამდე არ დავტოვებ სანამ ის არ გავა.
ერთი ღრმად ჩავისუნთქე და წამოვდექი, ოთახში ავირბინე,რომ ტანზე გამომეცვალა, ასეთ ფორმაში ნამდვილად ვერ შევხვდები ლიამს.
ვიდრე ვემზადებოდი კარებზე მსუბუქი კაკუნის ხმა მომესმა.
-შემოდი..-მაიკის გადაცმის შემდეგ ხმამაღლა გავძახე.
ოთახში ჰარი შემოვიდა,მეჩვენება თუ ის მორცხვად დგას კართან?
-რონი რაღაც მინდა გთხოვო.
-გისმენ.- მომღიმარმა ავხედე.
-ხვალ საღამოს მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო, ვფიქრობ მოგეწონება.- დაბნეული ჩანდა, ასეთი ჰარი არასოდეს მინახავს.
-მარტო მე და შენ ვიქნებით..- დაამატა ვიდრე რამეს ვუპაუხებდი.
-ამ.. კარგი.
-ისე ძალიან საყვარლად გამოიყურები.- მის კომპლიმრნტზე გაწითლებულმა ჩავხარე თავი. ცოტა უხერხული მომენტი გვაქვს.
-ქონორი მოვიდა..-დედას ხმამ ეს უხერხულობა გაფანტა და ორივემ დავტოვეთ ოთახი.
YOU ARE READING
Bad Romance H.S(დასრულებულია)
Fanfictionდიდი ავტო კატასტროფის შემდეგ ვერონიკა ემბრიჯი ახალ ცხოვრებას იწყებს სუფთა ფურცლიდან. ჰარი სტაილსი რომელიც ერთ დროს მისი დიდი სიყვარული იყო გაქრა. მისი გონებიდან დაიკარგა ყველა წამი რაც მასთან ერთად ჰქონდა გატარებული ბედნიერი თუ სევდიანი.