აგონია

1.4K 173 84
                                    

ჯანგუკი თავის ოთახს ათვალიერებს, ნივთებს კარადაში ალაგებს

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

ჯანგუკი თავის ოთახს ათვალიერებს, ნივთებს კარადაში ალაგებს. ყველაფრის დალაგება შეუძლია, საკუთარი ფიქრების გარდა.
ფიქრების, რომელიც თეჰიონის გარდა ვერაფერს ეხება, ვერაფერს შეიგრძნობს.
წარსულის აჩრდილი კიმ თეჰიონი, ვერასდროს წარმოიდგენდა თუ კიდევ მოუწევდაა ამ აჩრდილთან შეხვედრა.
სწორად გაიგეთ, თეჰიონი აჩრდილი იყო მის ცხოვრებაში, სასიამოვნო სიზმარი, რომლის დავიწყებასაც დიდი ხანი ცდილობდა, წარმოიდგენდა რომ რაც წარსულში მოხდა მხოლოდ სიზმარი იყო და არა რეალური მოგონება.
ამით თავს აჯერებდა, რომ უფრო მარტივად შეძლებდა მის თავიდან ამოგდებას, სწორედ ამ მიზეზით არ შეინახა მისი არც ერთი ფოტო. ყველაფერი იმ "სიზმარში" დატოვა, წარსულის ზღაპრულ სიზმარში.

მაგრამ აჰა, ახლა ის ამ აჩრდილის პირისპირ იდგა  და კიდევ ერთხელ დარწმუნდა მისი ზღაპრის სინამდვილეში.

ის ნამდვილი იყო.

თავის კანს ეხება.

'ისეთივე ნამდვილი, როგორც ეს შეხებაა'.

ფიქრობს, ხელი ყელისკენ მიაქვს და თვალებს ხუჭავს.
ჩამორეცხილი მოგონებების აღდგენას ცდილობს.
სურს გაიხსენოს და წარმოიდგინოს, როგორი იყო მისი შეხება, თითის ბალიშებს ტუჩებზე იტარებს, იხსენებს როგორი იყო მისი ტუჩები.
თუმცა ვერაფერს გრძნობს გარდა სურვილის, მას ისევ შეეხოს, ისევ შეიგრძნოს.
თუ ამდენ ხანს ცდილობდა თავისთვის დაეჯერებინა თეჰიონის არარეალურობა, ახლა სურს მის რეალობაში დარწმუნდეს.

it's good reason to go... Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang