¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.
აუხსნელი გრძნობაა, ბედნიერება. ბევრისთვის კითხვაზე ბედნიერი ხარ? პასუხის გაცემაც კი რთულია. წარმოუდგენლად მიგაჩნიათ ალბათ, რასაც ვამბობ, თუმცა წამით მაინც რომ დაფიქრდეთ, ღრმად გულში ჩაიხედოთ და სრულიად მართალი იყოთ საკუთარ თავთან. შემდეგ ეს კითხვა საკუთარ თავსვე დაუსვათ, მერწმუნეთ პასუხის პოვნა გაგიჭირდებათ. არა იმიტომ რომ ბედნიერი არ ხართ, არა იმიტომ რომ ვერ პოულობთ გზას ბედნიერებისკენ მიმავალს. უბრალოდ ძალიან რთულია მიხვდეთ რა არის თქვენი ბედნიერების ძირითადი წყარო. ხშირად ადამიანები მხოლოდ მაშინ იაზრებენ ბედნიერების არსს, როცა კონკრეტულს დაკარგავენ, მხოლოდ მაშინ ხვდებიან რომ თურმე სწორედ ის ყოფილა მათი ნამდვილი ბედნიერება.
ორი ადამიანისთვის რამდენიმე დღეში სრული ჭეშმარიტება გახდა, რომ მათი ბედნიერება სწორედ ერთმანეთის მკლავებში გაღვიძება იყო ყოველთვის. ბოლო რამდენიმე დღეა, სრული სიმძაფრით შეიგრძნობენ თავიანთი ბედნიერების რეალურ ეგოს.
განა ეს იმას ნიშნავს რომ აქამდე არ იცოდნენ რამდენად აბედნიერებდათ ერთმანეთის სითბო და დილით თვალის გახელისას პირველი ერთმანეთის სახის დანახვა, განა აქამდე არ იცოდნენ რომ მათი გაუაზრებელი ღიმილი დილით, როცა მძინარე სხეულს თვალს შეავლებდნენ მათ გვერდით ბედნიერება იყო... მაგრამ მას შემდეგ რაც ეს დაკარგეს, მიხვდნენ რომ ჭეშმარიტი წყარო მათი ბედნიერების, სწორედ ის წამი იყო, სწორედ დილით, სწორედ მაშინ როცა მეორეს ეძინა. ...და ახლა ხვდება თეჰიონი, ბოლომდე ხვდება, მისი ბედნიერება არა მარტო ჯანგუკში იმალება, არამედ სწორედ ამ წამში, როცა მას შავთმიანზე ადრე გაეღვიძა, მის გვერდით ჯანგუკს მშვიდად სძინავს, მას კი შეუძლია უბრალოდ მის გვერდით იჯდეს და უდარაჯოს შავთმიანის უშფოთველ ძილს. ბედნიერება სწორედ ასეთ წვრილმანებშია და ახლა ამდენი ბოდიალის შემდეგ, ამის ახსნას ვცდილობ, სწორედ რომ ასეთი ბედნიერების პოვნაა რთული.