დროსა და სივრცეში გაჭედილი ჯანგუკის ფიქრები, მხოლოდ თეჰიონის გვერდით ლაგდება, ისიც წამიერად.
როგორც კი მამაკაცის ზედმეტ სიახლოვეს გრძნობს ისევ ძველებურად იჭედება მისი გონება.
როგორ უნდა რომ ძლიერი იყოს, როგორ უნდა ყოველთვის ინარჩუნებდეს სიმკაცრეს მის მამაკაცთან ყოფნის დროს, მაგრამ ამას ვერა და ვერ აღწევს.მოლში პირველ ნაბიჯს დგამს თუ არა, წარსულ დროში მოგზაურობას იწყებს მისი გონება.
თეჰიონთან ერთად დგას მოლის შესასვლელთან. საიუველირო მაღაზიისკენ ექაჩება თეჰიონი.
"მანდ რა გვინდა? წამოდი ნაყინი ვჭამოთ რისთვისაც მოვედით."
"მხოლოდ ორიოდე წუთი ჯანგუკი."
"შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?"
მაღაზიაში შესულები დაკარგული ბავშვებივით აცეცებდნენ თვალებს, როცა გოგონას ხმა ჩაესმით.
"აჰამ, შეგიძლიათ. მინდა მეგობარს სამახსოვრო საჩუქარი გავუკეთო."
"შემიძლია გავიგო მეგობარ გოგონაზე ვსაუბრობთ?"
ამის გამოგებაზე სხეული ეჭიმება ჯანგუკს.
"ჰაჰ არა, მე მეგობარზე გესაუბრებით და ის ბიჭია, სხვა ქვეყანაში მიემგზავრება და მოკლედ ხომ ხვდებით."
მთელი თავდაჯერებულობით უბრუნებს სიტყვას თეჰიონი და საერთოდ არ იმჩნევს ჯანგუკის დაძაბულ სახეს და დაჭიმულ ხელებს. ცოტათი ეღიმება კიდევაც მის ბავშვურობაზე.
YOU ARE READING
it's good reason to go...
Fanfiction©მარიამი (completed) 2019/06/27-2019/09/05 ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜