აბელია

1.4K 171 90
                                    

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.



"როცა დავბერდებით მინდა პატარა ქოხში ვიცხოვროთ, ტყესთან და მდინარესთან ახლოს, მხოლოდ მე და შენ. ირგვლივ სიმწვანე. ზამთარში თეთრი თოვლი რომ დაფარავს, მარად მწვანე აბელიის ბუჩქებს. წარმოგიდგენია რა სილამაზე იქნება? მისი თეთრი ყვავილები და თეთრი თოვლი. თუ აბელიის ტყესთან ახლოს არ ვიცხოვრებთ, რამდენიმე ძირი ეზოში დავრგოთ."

"გუკ რატომ გიყვარს ასე ძალიან ეს ყვავილები?"

"ლამაზია, შენ ასე არ ფიქრობ? მარად მწვანეა, ისევე როგორც ჩვენი სიყვარული. თან კარგი სურნელი აქვს."

ნათელ ღიმილს ჩუქნის თეჰიონს ბიჭი.

"მიყვარს როცა ასე საუბრობ... მომავლის მეშინია.
მეშინია რამე ცუდი არ მოხდეს. მაგრამ, როცა შენი სიტყვები მესმის ყველანაირი შიში მავიწყდება."

"ნურაფრის გეშინია თე... ჩვენ ერთად ვართ, მთავარი ეს არის."

"მეშინია, როცა დრო გავა..."

"არასდროს, გესმის? არასდროს."

თავს სწევს ბიჭი თეჰიონის კალთიდან და პირდაპირ მის სულში იყურება თვალების გავლით.

ირგვლივ სიმშვიდეა, მარად მწვანე ბუჩქები ჯერ არ აყვავებულა, ჯერ არ დამთბარა საკმარისად.

it's good reason to go... Donde viven las historias. Descúbrelo ahora