სწორი მიმართულება

1.4K 162 30
                                    

როცა სიმართლის გასაგებად იბრძვი, ჯერ კარგად უნდა გაიაზრო მზად ხარ კი სიმართლისთვის

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

როცა სიმართლის გასაგებად იბრძვი, ჯერ კარგად უნდა გაიაზრო მზად ხარ კი სიმართლისთვის. შეიძლება ეს სიმართლე იმაზე მტანჯველი აღმოჩნდეს ვიდრე,ის ილუზიაა რომელშიც დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდი.
ჯერ სრული სიმართლეც არ იცის თეჰიონმა, თუმცა უკვე იტანჯება.
ნამჯუნის სიტყვები გონებიდან არ ამოსდის, შენ ერთადერთს არ გიტანჯია ამ ხნის მანძილზე თეჰიონ.
ეჭვი ეპარებოდა ჯანგუკის გრძნობებში, ხშირად დაფიქრებულა, როგორ მოიქცეოდა მის ადგილზე, ვინმეს რომ მისთვის ქორწინება დაეძალებინა, პასუხი კი ზუსტად იცოდა, არასდროს გადადგამდა ამ ნაბიჯს. სწორედ ეს იყო მიზეზი ჯანგუკში ეჭვის შეტანის, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო წინააღმდეგობის გაწევა ის არ დანებდებოდა და ბოლომდე დაიცავდა თავის გრძნობებს.
მეორეს მხრივ კი ჯანგუკის ბოლო სიტყვები ახსენდებოდა,რომელიც ევედრებოდა მარტო არ დაეტოვებინა იმ სიბნელეში.
რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ არა მისი ბრაზი შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო.
გაცოფებას მისცა უფლება მასზე გაემარჯვა და არ დაინტერესდა ჯანგუკის გრძნობებით, ყველაფერს მას აბრალებდა. რა მოხდებოდა მას გადაედგა პირველი ნაბიჯი, ამ საერთო ბრძოლაში.მაგრამ არა, ისე ღრმად ჩაიბეჭდა გონებაში ეჭვი, თავი დააჯერა რომ ბიჭს იმდენად არ უყვარდა, მათთვის ებრძოლა.
ახლა ფიქრობს მის გვერდით უნდა მდგარიყო, ხმამაღლა უნდა ეყვირა ჯანგუკი მხოლოდ მისი იყო და არავის დაუთმობდა, რა სამწუხაროა რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან გვიანია.
სახლში მისულს კი უკვე დასკვნა ჰქონდა გამოტანილი, თავადაც დამნაშავე იყო ამ ამბავში.
მან იცოდა რამდენად სუსტი იყო ჯანგუკი, ბიჭი ყოველთვის ძლიერად აჩვენებდა თავს, თუმცა მამამისის ერთ ზარზეც კი შიშისგან ფეთავდა.
ხშირად ამჟღავნებდა დომინანტურ ხასიათს, მაგრამ არა რეალურ ცხოვრებაში, მხოლოდ საწოლში.
რატომ აქამდე არ დაფიქრდა ამ ყველაფერზე.
ის ზარი გაახსენდა წლების წინ, ჩუმი და უსიტყვო ზარი, დღემდე დარწმუნებული იმაში რომ ავტორი ჯანგუკი იყო.
რატომ იმ დღესვე არ წავიდა ბუსანში.
სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა ჯანგუკის ქორწინების შესახებ ინფორმაცია, ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო უბრალო დამთხვევა.
ქორწილის დღესაც კი მასზე ფიქრობდა ჯანგუკი და რატომ ახლა, რა ჯანდაბად არ დაფიქრდა ამ ყველაფერზე წლების წინ.
უკვე იმაზე მეტ ტანჯვას განიცდიდა ვიდრე ამ წლების მანძილზე გრძნობდა და ჯერ მხოლოდ სრული სიმართლის ერთი მეოთხედიც არ იცოდა.
თუ მოინდომებ შენ თვითონ მიხვდები.
ისევ ამოუტივტივდა ექიმის სიტყვები გონებაში, ნეტავ აქამდე მოენდომებინა, რა სამწუხაროა რომ ეს ყოველივე დაუშვა.
ოდნავი მონდომება და უკვე ამდენ რამეზე დაფიქრდა, არ არის დარწმუნებული რომ მეტის გაგება უნდა.

it's good reason to go... Where stories live. Discover now