მხოლოდ ერთი შეხებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ მთლიანად მოდუნდეს შენი სხეული და მიენდოს იმ ერთადერთს.
მიენდოს მის გრძნობებს, მის ქმედებებს, არ აქვს მნიშვნელობა ადგილს, დროს, გარემოს.
ადვილია მიენდო გრძნობებს და ვნებებს, როცა გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, რომელსაც მთლიანად ანდობ შენს სულს და სხეულს.
უკან კოლეჯში თეჰიონი, ის ბიჭი იყო ვინც ადვილად აშიშვლებდა ჯანგუკის დაფარულ სურვილებს. მაგრამ ახლაც ის კაცია ვისაც შეეძლო მხოლოდ ერთი თვალის შევლებით გამოეცნო ჯანგუკის ფიქრები? მხოლოდ მზერით მოეხდინა მასზე ეფექტი, განეძარცვა ყველანაირი სირცხვილისა და თავშეკავებისგან?
რა თქმა უნდა არის.ადვილად გამოსაცნობი იყო თეჰიონისთვის, ჯანგუკის დაძაბულობა მაგიდასთან, მიუხედავად იმ ლაღი ბიზნესმენის იმიჯისა, რომელიც მოერგო მამაკაცს.
თავდაჯერებულობა საქმეში, მაგრამ არა მაშინ როცა თეჰიონის გვერდით იყო.
არაპროფესიონალიზმი?
გაამტყუნებთ? როცა გვერდით მისი საყვარელი მამაკაცი ჰყავდა, რომელთანაც მთელი ღამე გადაათენა. ვნებიანი სექსის სურნელს ჯერ კიდევ ნესტოებით გრძნობდა და მთელს ტანზე თმა ყალყზე უდგებოდა, თითოეული მომენტის გახსენებისას. ყოველი თეჰიონის მზერა თითო მოგონებას ნიშნავდა წინა ღამიდან.
ღიმილით შენიღბული არეული გონება, საპირფარეშოსკენ მიმავალს ჯერ კიდევ უკვირდა, როგორ მოახერხა საქმეზე კონცენტრირება.
და ამ ყველაფერთან ერთად მშვენივრად იცის რას ნიშნავდა თეჰიონის საქციელი.
ოდნავ ეღიმება, იმის გაფიქრებისას, როცა ახსენდება რომ ქერას ისევ მშვენივრად შეუძლია მისი ფიქრების წაკითხვა.
ადრე ხშირად მოსდიოდა ბრაზი საკუთარ თავზე, რადგან ამდენად ადვილი წასაკითხი იყო თეჰიონისთვის, მაგრამ ეს იმავე მომენტში უფრო მეტად აღაგზნებდა ვიდრე აღიზიანებდა.
კარგია როცა შენი სურვილების გამოცნობა შეუძლიათ არა ყველას არამედ იმას ვინც გინდა რომ გამოიცნოს.
ESTÁS LEYENDO
it's good reason to go...
Fanfic©მარიამი (completed) 2019/06/27-2019/09/05 ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜