გზაჯვარედინი

1.4K 165 25
                                    

დაძაბულობა? ხო ალბათ სწორედ ეს სიტყვა შეესაბამება ჯანგუკის მდგომარეობას

Oops! Această imagine nu respectă Ghidul de Conținut. Pentru a continua publicarea, te rugăm să înlături imaginea sau să încarci o altă imagine.


დაძაბულობა? ხო ალბათ სწორედ ეს სიტყვა შეესაბამება ჯანგუკის მდგომარეობას. გახევებული დგას და თეჰიონის ტელეფონის ეკრანს დასჩერებია.
მოდით ცოტა ხნით ვიმსჯელოთ რა ხდება ახლა...
სიტუაცია, როცა შენს საყვარელ ადამიანთან ხარ და ირგვლივ ყველაფრის არსებობა გავიწყდება, ყველა პრობლემა, ყველა ხელის შემშლელი ფაქტორი. მაგრამ მოულოდნელად უბრალო რაღაც რეალობაში გაბრუნებს. ეს ერთი შემთხვევით უბრალო რაღაც არის ჯანგუკისთვის ბოგუმის ზარი.
იაზრებს კიდევ ერთხელ იმას რომ გარდა თეჰიონს და მას შორის არსებული გაურკვეველი ურთიერთობისა, კიდევ ბევრი საკითხია მათ გარშემო რაც ბოლომდე ბედნიერების უფლებას არ აძლევს.
პირველი მათგან ბოგუმია.
რატომ? ალბათ იმიტომ რომ ის არის ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე თეჰიონის გვერდით იყო. წარმოდგენაც არ აქვს რამდენად დაუდგა მხარში ეს მამაკაცი მის თეჰიონს, მაგრამ დარწმუნებულია რომ რამდენად მცირეც არ უნდა ყოფილიყო მისი დახმარება, თეჰიონისთვის ის ძვირფას ადამიანად იქცა და სწორედ ეს ძვირფასი ადამიანი იდგა ახლა მათ შორის.
მეორე ჯენი, რომელიც რა თქმა უნდა არაფერს არ ნიშნავს ჯანგუკისთვის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ის მაინც მის მეწყვილედ ითვლება, ფურცელზე.
მესამე თავისი მშობლები, რომლებიც არასდროს დაუშვებენ ჯენის და ჯანგუკის განქორწინებას, მანამ მაინც სანამ უფროსი ჯეონი იმ მიზანს არ მიაღწევს, რაც დაისახა როცა ჯანგუკი და ჯენი შეაუღლა... კი... ამაში აბსოლიტურად დარწმუნებულია...
მაგრამ... მოდი ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ და ბოლოს თეჰიონის მამა, ჰომოფობი ნაბიჭვარი, ხო სწორედ ასე უწოდებდა თეჰიონი წლების წინ მამამისს.

it's good reason to go... Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum