სადღაც შორს, ნისლიან ფიქრებში. ხეებს შორის პატარა კოტეჯი დგას. ხის, არც ისე მდიდრული, მაგრამ მყუდრო და კომფორტული. კოტეჯს პატარა აივანიც აქვს და სარწეველა სკამი, სადაც ხშირად ზის თეჰიონი, სათვალე დაუკოფსებია ცხვირზე და წიგნს კითხულობს. წინ ულამაზესი ეზო იშლება, აბელიების საოცარი სურნელი ტრიალებს ჰაერში. არასდროს ბეზრდება ამ სურნელის შესუნთქვა. გრილი სიო უბერავს, ზაფხულია მაგრამ აქ მაინც გრილა. თეჰიონი უკვე ორმოც წელს გადაცილებულია, თუმცა მაინც არ კარგავს თავის ბავშვურ სახეს.
აივანზე გამოსასვლელი კარი ჭრიალით იღება და სახლიდან თეთრ ხალათ მოცმული ჯანგუკი გამოდის, ხალათი შეხსნილი აქვს და მხოლოდ მოკლე შორტები აცვია.ხელში ჩაის ჭიქა უჭირავს. ფართე ღიმილით მიემართება თეჰიონისკენ და უცერემონიოდ უჯდება კალთაში. ჭიქას ჭილის მაგიდაზე დგამს, ყველა ხელის შემშლელი ფაქტორი რომ მოიცილოს და თავის მეუღლეს თავისუფლად აკოცოს, მოეხვიოს. მისი სუნი შეიგრძნოს.
თეჰიონი ხარბად კოცნის მთელს გალაქტიკაში ყველაზე საყვარელ ტუჩებს, ხელს ნაზად უსმევს მოშიშვლებულ ბარძაყებს. ჯანგუკის კვნესა მათ კოცნაში იკარგება."მიყვარხარ თე..."
ამბობს კოცნის დასრულებისთანავე ჯანგუკი და თვალებში ჩასჩერებია თეჰიონს.
ლოყაზე ნაზად უსვამს ხელს."არც კი წარმოგიდგენია მე როგორ მიყვარხარ გუკი..."
პასუხობს თეჰიონი და ხელს მაგრად ხვევს, მეუღლის სუსტ წელს.
წლები ვერაფერს აკლებს მათ სიყვარულს, მათ ვნებას. თითქოს და ყოველ წამს უფრო ცხოველდება ერთურთის სურვილი.
YOU ARE READING
it's good reason to go...
Fanfiction©მარიამი (completed) 2019/06/27-2019/09/05 ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜