ფიქრებში ჩაფლული ნაზი ღამე, ცაზე მთვარე, უზარმაზარი მანათობელი მთვარე.
არა მთვარე მანათობელი არ არის, ის სინათლეს მზის სხივებიდან იღებს და ღამის მანათობლად გვევლინება. არაფერი გეცნობათ?
კარგი მაშინ უკეთ აგიხსნით.
სიბნელეში ჩაძირული ოთახი, საწოლზე სხეულს უშფოთველად სძინავს. მისი სახე სინათლეს ასხივებს, ამ სინათლეს კი მის გვერდით მდგომი სხეულიდან იღებს.
ნაცნობი შეგრძნების კვლავ განცდისგან ძილშიც კი უნათებს სახე ჯანგუკს.თეჰიონი აივნის კართან დგას, ზურგით მიყრდნობილი კარის ჩარჩოს, ხან ჯანგუკს გახედავს ხან სივრცეს, უსასრულო სივრცეს მისი აივნიდან რომ იშლება.
უკვე თენდება, თეჰიონს კი თვალი არ მოუხუჭავს ისევ იქ დგას, უძრავად. გული მისდის ისე უნდა მიუახლოვდეს სხეულს თავის საწოლზე, მაგრამ ნაბიჯსაც არ დგამს წინ.
სხეული ირხევა, უეცარი ტანჯვა იღბეჭდება მამაკაცის სახეზე და გაურკვევლად იწყებს ბუტბუტს.
მთელი სმენის დაძაბვა უწევს თეჰიონს გაარკვიოს რას ბუტბუტებს ჯანგუკი.
ბოლოს კი როგორც იქნა არჩევს.გაუჩერებლად ერთი და იგივეს იძახის, პატიებას ითხოვს, მხოლოდ ამას პატიებას.
გული ვერ უძლებს ამდენს, საათებია ფიქრობს ნაბიჯის წინ გადადგმაზე, ისე როგორც ფიქრობენ ადამიანები, თვითმკვლელობისკენ მსწრაფი ადამიანები.
და როგორც იქნა პირველ ნაბიჯს დგამს.
პირველს, მერე კი ყველაფერი სულ ერთია.ყოყმანით გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, წამებში გამბედავი ნაბიჯები მოჰყვება და უკვე საწოლზე ზის, მის ერთადერთ სიკვდილის ანგელოზთან და სახეზე ეხება.
KAMU SEDANG MEMBACA
it's good reason to go...
Fiksi Penggemar©მარიამი (completed) 2019/06/27-2019/09/05 ფიკში გამოყენებული რესურსები არ მეკუთვნის მე.(ფოტო,ვიდეო) ‼️boyXboy ‼️🔞 თუ მინიშნებულ გაფრთხილებებზე იმუნიტეტი არ გაქვთ და თავს ცუდად იგრძნობთ, სიკეთე მიყავით და არ წაიკითხოთ. 👌💜